ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2016


ს.ესენინი (,,გასართობად ეს-ღა დამრჩა ახლა')

***

გასართობად ეს-ღა დამრჩა ახლა:
თითი პირში - სტვენა  უდარდელი.
გამივარდა მე სახელი აჰ, რა
სკანდალისტის, ვიღაც გაუზრდელის. 

აჰ! ზარალი სასაცილო, ერთი!
რა აუვა ცხოვრებაში ზარალს!
მე მრცხვენია, რომ  ვიწამე ღმერთი,
რომ აღარ მწამს, ეს სიმწარე მზარავს.

მხარეები ოქროსფერი, შორი!
წვავს ყველაფერს ყოფა უღიმღამო.
სკანდალები  თუ ვერ მოვიშორე,
-  ისევ,  მეტი ელვარების გამო.

პოეტს - ჩხაპნა და ალერსი მუდამ
ბედის ბეჭდად აზის, როგორც წინათ.
თეთრ ვარდსა და შავ გომბეშოს, მსურდა,
რომ ამ ქვეყნად ერთხელ ექორწინათ.

რა ვქნა, გაქრა, რა ვქნა, თუ ვერ ახდა
ვარდისფერ დღის ზრახვა გარდასული,
ეშმაკები თუ ბუდობენ ახლა,
ნიშნავს, ეპყრათ ანგელოზებს  სული.

აი, სწორედ, ლხენა მაცდურების
რაკი ამ სულს ასე დააჩემდა,
საიქიოს  მივალ. ვევედრები,
ბოლო წუთში ვინც იქნება ჩემთან,-

რადგან  ბევრი, მძიმე ცოდვით ვილმე
და არ მწამდა მადლი გარდმოსული,
დე, რუსული კვართით შემოსილმა
ხატების ქვეშ განვუტეო სული.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Сергей Есенин

«Мне осталась одна забава…»

Мне осталась одна забава:
Пальцы в рот — и веселый свист.
Прокатилась дурная слава,
Что похабник я и скандалист.

Ах! какая смешная потеря!
Много в жизни смешных потерь.
Стыдно мне, что я в бога верил.
Горько мне, что не верю теперь.

Золотые, далекие дали!
Все сжигает житейская мреть.
И похабничал я и скандалил
Для того, чтобы ярче гореть.

Дар поэта — ласкать и карябать,
Роковая на нем печать.
Розу белую с черною жабой
Я хотел на земле повенчать.

Пусть не сладились, пусть не сбылись
Эти помыслы розовых дней.
Но коль черти в душе гнездились —
Значит, ангелы жили в ней.

Вот за это веселие мути,
Отправляясь с ней в край иной,
Я хочу при последней минуте
Попросить тех, кто будет со мной,-

Чтоб за все за грехи мои тяжкие,
За неверие в благодать
Положили меня в русской рубашке
Под иконами умирать.

1923

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები