ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2016


კვლავ მივეგებოთ რწმენით განთიადს

მოდი, შევრიგდეთ... რაც იყო - იყო,
მტკვარს გავატანოთ ძველი დარდები,
დღეს თუ ოცნების ქარმა წამიღო,
ხვალ - ზეგ ახლიდან შემიყვარდები.

მოდი... ვიცეკვოთ ქართული ცეკვა
ჩვენი ცისკარიც ვიდრე ანთია,
თუ გვსურს გვესმოდეს ზარების რეკვა,
კვლავ მივეგებოთ რწმენით განთიადს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები