ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2016


წაწლები (სცენა საბძლიდან)

ბინდდება მთაში... ნელ-ნელა
მზე იმალება ღრუბლებში,
ღამეს ათენებს წაწალი
თავის წაწალის უბეში.

ეჩურჩულება ვაჟი ქალს:
დროც ვერ იქმს ჩვენს დაშორებას,
შენ ერთს გეკუთვნის ვაჟიკა,
ვით არსაკიძე შორენას.

ამას ამბობს და მშვენიერს
საკინძეს უხსნის თანაო,
ძუძუზე ჰკოცნის ბედნიერს,
ვერ ჰპოვა იმისთანაო.

ქალს სიამოვნებს ძუძუსთავს
ვაჟის ბაგე რო ეხება,
ხან მასთან წოლა უხარის,
ხან ხელის ერთი შეხება.

ასეა ეს და... მათ გრძნობას
გულიც უმღერის ტიალი,
ჯიხვის რქით დამილოცნია
შეყვარებულთა ტრფიალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები