ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2016


**************************

ხის ძირში,
ნაადრევად მოწყვეტილი ფოთოლივით,
მთელი ცხოვრება ელოდა ვიღაცას,
წინა ცხოვრებიდან.
ფოთოლცვენამდე ვერ მიახწია.
**********************************
თენდება, ნისლი თანდათან იკლებს,
ცაში თეთრ მტრედებს მისდევს მარჯანი
და უნაგირა მთებს გადაჰკიდეს,
ფერ- გაცრეცილი ღრუბლის ხურჯინი.
მოდი შეეხე, დაკოჟრილ თითებს,
როგორც ეს თოვლი, ხმელი ხის ტოტებს.
ჩემს ტკივილს, ჩემი ლექსები ითმენს
და შენთვის როგორც მანიფესტს ვტოვებ.
ვტოვებ ამ ლექსებს როგორც ნასიზმრალს,
გაზაფხულ ნასიზმრ, ზამთრის ტყეების
ვტოვებ და შენი მზერის ნაისრალს,
ვითმენ როგორც ჯვარს, ქრისტეს მტევნები.
გარეთ კი გარეთ გლოვობენ ზამთარს,
ვერ გაფრენილი ზამთრის ჩიტები.
გააკრეს ხეებს, ყინვების აბრა,
და ჩაუბრუნეს სულში კვირტები.
შენ ამ ლექსების სისხლი ხარ ალბად,
წვეთავენ სულში, სისხლის წვეთები
და როგორც წვიმას, მოსდევს და ახლავს,
შიგ ცისარტყელად აისვეტები.
მანამ კი მანამ, ლექსებსაც ვმალავ,
როგრც ლურჯ სიზმრებს, ზამთრის ხეები,
გაზაფხული რომ ესიზმრათ ალბათ
და აფხიზლებდათ თოვლი შეხებით.
**************************************
სულში რომ შეუშვებ
და ყვავილივით ამოზრდი ვინმეს,
ფესვების სიღრმე
შეიძლება შეგრჩეს იარად.
აქ შეიძლება ყვავილებიც,
გადასაფრენ ჩიტებად იქცნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები