ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2016


ვბრუნდები..

ვეღარ ვწერ..
ბოლო დროს მაშინებს რითმები,
სპირტის და თამბაქოს
სურნელიც შემზიზღდა,
ვეღარ ვწერ..
წერისას მზოგავენ თითებიც,
ჩიტებზე მეტადაც,
სიჩუმის მესმის და,
დავწერე..
ვჯიუტობ..
მხოლოდ მე მივხვდები,
ან ალბათ ვერც ვხვდები,
უბრალოდ მე მინდა,
დავწერო ფიქრები,
ბნელეთში მივყვები,
თოლიის გუნდები,
გამოჩნდა გემიდან...
მოუსვი ნიჩბები,
მუზები მოდიან,
ნელნელა ვბრუნდები,
აზრები თხემიდან,
დავწერე..
თუმცაღა თემაა არვიცი..
ვფერხდები, ან ალბათ,
უბრალოდ შებინდდა,
არ მიჭირს თან ვიცი,
განვიცდი არაფერს,
ვერა ვარ,
ან ალბათ,
ვერ ვიყო მე მინდა,
ვბრუნდები..

შოთა გამგონეიშვილი

05.09.16
04:20 am

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები