ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2016


მშვიდი ძილით

ღამე, რამდენ ნაყოფს გამოიღებს...
გზებს კი ფიქრმდინარე გაშლის.
შენი "მიუსაფარ" სულის მიღმა,
ჩემი, ყველა ვნებას აშლის.
მაგრამ, გზები ახლო სიშორიდან,
ეჭვებს დიდ მარხილზე დაყრის...
ის ვინც მე მეკუთვნის  არასოდეს;-
ითმენს სხვის ალერსს და ძახილის!
ხოდა, მშვიდი ძილით დამაძინე,
სადმე თუ კი გქვია, ჩემო...
თუ გსურს მიუსაფარ სულის მიღმა,
წამოგიყვავილო მდელო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები