ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2016


******



მღვდელსა ვკითხოთ, რომელია
ჩვენში უფრო ცოდვილი...
-ბაწარს უარს როგორ ვეტყვი
არის ჩემი დობილი,
მე საპონი, საამური,
საჭირო ვარ რარიგად,
სისუფთავის ეტალონი
და ავ-კარგის ,,მამიდა’’.
-მე ბაწარმა რაღა გითხრათ,
რა ბრალი მაქვს ვიცოდე,
თუ საპონი ზედ მომეკრა
ნეტავ ამით რა ვცოდე.
იქნებ ის ხის ,,ტაბურეტკა’’
არის ცოდვის მიზეზი,
რომ წაიქცა , ტკივილისგან
გუშინ კისერს იზელდა.
-ახლა ჩემზე შეიხოცეთ
ეგ ბინძური ხელები,
იქ იყავით თქვენც და
თქვენი მეგობარი ხეები,
და იმ ტოტზე გამობმული ,
ქანაობდით რარიგად,
მერე თქვენი ,,მეგობარი’’,
ზედ შემდგა და ავიდა...
მღვდელსა ვკითხოთ , რომელია
ჩვენში უფრო ცოდვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები