ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2016


ჩვენს გახარებას შევსთხოვ ღვთისმშობელს

შენ ალბათ ცხოვრობ სხვა პლანეტაზე
და არაფრის გაქვს დარდი... სურვილი,
მე კი უფალთან წასულ დედაზე
ლექსებს ვწერ... მაღრჩობს ერის წყურვილი.

ისევ მაწუხებს ბედი ქართველთა,
მოყვასის ცრემლი - ცრემლია ჩემი,
დაჭრილი გული თუ არ გამრთელდა,
სხვისი გახდება იყალთო... გრემი.

დაირეკება ზარი განგაშის
მიწაც თუ აღარ დაიკოცნება,
ან დაჟანგდება ხმალი ქარქაშში,
ან აღსრულდება მიწის ოცნება.

შენ ალბათ ცხოვრობ სხვა პლანეტაზე,
მაინც მიყვარხარ ცრემლშეუშრობელს,
კვლავ მტკიცედ ვდგავარ მე ჩემს რწმენაზე,
ჩვენს გახარებას შევსთხოვ ღვთისმშობელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები