ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2016


* * *

როგორ მხიბლავს დაბინდული ეს გონება,
შენზე ფიქრებს როცა აწევს შავი ნისლი...
არც ვნებათა მოძალება და გოდება,
ნანახიც კი აღარ მაკრთობს მერე სისხლი.

სადღაც გაქრა, სამყაროც და მოწოდება,
ამრევია ღერა - ღერა, თვალში ისლი.
აღარ შემრჩა განცდები და არც წოდება,
აღარც დროში გაჩერებულ წამებს ვითვლი.

თითქოს, სულიც წარსულს აღარ ემონება,
ვერც მომავლის სავალ გზაზე ფეხს ვერ ვიცვლი
და ამიტომ, დაბინდული ეს გონება,
ისე მხიბლავს, შენ ღიმილშიც არ გავცვლიდი!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები