ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2016


სამი საცერი და საწამლავი

,,ერთხელ სოკრატეს მიადგა ერთი კეთილმყოფელი(?):
- მისმინე, ბრძენო, რა ვერაგია ხალხი, სოფელი,

შენზე ამბობენ, რაც მომხდარა ანდა რაც - არა,
- ჯერ ნურას მეტყვი !  - თქმა სოკრატემ არ დააცალა -

- რომ არ მიეცეს სიტყვებს შენსას გზა ალმაცერი,
ნიადაგ უნდა მოიმარჯვო სამი საცერი.

პირველი: რაც თქვეს, სიმართლეა თუ მონაგონი?
- სიმართლე?! - არა, უნდა იყოს ტყუილი, მგონი...

- ესეც მეორე: კეთილია მათი  ნათქვამი?
- არა მგონია,  რომ სიკეთეს მიჰგავდეს რამით...

- მაშ, საბოლოოდ მესამესაც დაუდგა ჯერი: სარგებელს მომცემს?
- ვერა!- შეცბა კაცი დამჯერი.

- არც სიმართლეა, არც სიკეთე, არც სარგებელი?
მე რას დავეძებ, დამრჩეს ასე, გაუგებელი!”

ბრმა მიმდევარი ვინც იქნება ამ სიბრძნის ძველის,
სოკრატესავით საწამლავით სიკვდილი ელის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები