ბატონო დათვო, მოგმართავთ თხოვნით, თანაც პირველად არა, - მესამედ, მზა-მზარეული თაფლის სანაცვლოდ, ნედლი ყვავილის წვენს მიეძალეთ.
დალოცვილ ტყეში რა დალევს ყვავილს, ტკბილი ნექტარი წუწნეთ და წუწნეთ! კბილის ტკივილი აღარ გაგტანჯავთ, ზედმეტი წონა არ შეგაწუხებთ.
პატარებზედაც იფიქრეთ ცოტა, დრუნჩზე მუდამ რომ თაფლი გაცხიათ, თუ ბავშვებს წვეთიც აღარ შეხვდებათ, მაშინ ჩვენს შრომას რაღა ფასი აქვს?
ნუ გაგვაწბილებთ, დათვო ბატონო, ვფიცავართ, ვალში არც ჩვენ დაგრჩებით, გასულ ახალ წელს, ხომ კარგად გახსოვთ, უგოზინაყოდ დარჩნენ ბავშვები.
ნუ გაბრაზდებით, ნურც გეწყინებათ, თქვენ მრისხანება სულაც არ გშვენით, გპატიებთ, წინა თხოვნის პასუხად ფიჭა თავზე რომ გადაგვაფშვენით.
თაფლისთვის მტრებად ხომ არ ვიქცევით? ერთმანეთს ხომ არ გავებუტებით? ერთ ტყეში ვცხოვრობთ, ბოლოს და ბოლოს.
პატივისცემით,
თქვენი ფუტკრები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალიან "მაგარი"! +5 ძალიან "მაგარი"! +5
5. თაზო ქიზიყელი, "დალოცვილ ტყეში რა დალევს ყვავილს" :))
თაზო ქიზიყელი, "დალოცვილ ტყეში რა დალევს ყვავილს" :))
4. კარგია, მომეწონა!
კარგია, მომეწონა!
3. ეჰ ფუტკრებო ეგ დათუჩა თუ ტკბილ ყვავილს შეეჩვია თაფლს თქვენ რითი დაამზადებთ იქნებ ჯობდა არც გერჩიათ. :)
ეჰ ფუტკრებო ეგ დათუჩა თუ ტკბილ ყვავილს შეეჩვია თაფლს თქვენ რითი დაამზადებთ იქნებ ჯობდა არც გერჩიათ. :)
2. მადლობა, ნ-ი-კ-ი! ძალადობას ძალადობით ხომ არ უპასუხებენ?! :) ისე, ჩვენში დარჩეს და ამ სამიდან, მე ის ბუ მიყვარს ყველაზე მეტად:) კაცია და გუნება:) მადლობა, ნ-ი-კ-ი! ძალადობას ძალადობით ხომ არ უპასუხებენ?! :) ისე, ჩვენში დარჩეს და ამ სამიდან, მე ის ბუ მიყვარს ყველაზე მეტად:) კაცია და გუნება:)
1. ეს სჯობია ბოლოს დადებულ ორს
მშვენიერი საბავშვოა
"გპატიებთ, წინა თხოვნის პასუხად ფიჭა თავზე რომ გადაგვაფშვენით" ::)))))
რას ელოლიავებიან ფუტკრები, ადგნენ და დაკბინონ და ასწავლონ ჭკუა :)))
ალალი 5 ეს სჯობია ბოლოს დადებულ ორს
მშვენიერი საბავშვოა
"გპატიებთ, წინა თხოვნის პასუხად ფიჭა თავზე რომ გადაგვაფშვენით" ::)))))
რას ელოლიავებიან ფუტკრები, ადგნენ და დაკბინონ და ასწავლონ ჭკუა :)))
ალალი 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|