ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2016


დედა ხშირად მესიზმრება

დედა ხშირად მესიზმრება,
ძველებურად მლოცავს,
თვალწინ მიდგას ის წუთები,
გვერდით მყავდა როცა.

წუხელ ისევ დამესიზმრა,
ჩამეხუტა... მკოცნა,
ყველა ტკივილს მავიწყებდა
დედის ერთი კოცნა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები