ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2009


***

ნათელი მონატრებისა
სივრცეებს არა შორდება,
ხან მაღლა-მაღლა აიწევს
ოქრომკედიან ბლონდებად,
ხან ისე ალივლივდება
და ისე მიახლოვდება,_
შიგ გავეხვევი,ჩავთბები,
ფიქრი ხარობს და ღონდება.

მარგალიტები სევდისა,
ხელშენავლები ღმერთისა,
გულის სკნელებში გროვდება.

***
სიმართლისათვის დასჯილი
კაი ყმა რასა შვრებაო!

დარდის ლოგინში ნაწოლი
სიკვდილის მკლავზე წვებაო,
იმის ხმასა და მზერაში
ისეთი შუქი ჩნდებაო,
თითქოს,ცვილივით ჩამომდნარს,
სული კი არა ხდებაო,_
მეორედ იბადება და
კვლავ უფლის გზაზე დგებაო.

სიმართლისათვის ტანჯული
კაი ყმა არა კვდებაო,
ფიქრში_ხმად,გულში_კელაპტრად,
ცაზე ვარსკვლავად ჩნდებაო.

***
თვალებმა: მიყვარს,მიყვარსო,
ენამა:არა,არაო...

რამდენჯერ ქარში დაღლილა,
რამდენჯერ ცეცხლში მდგარაო.

სევდის პირმზითებს ამშვენებს
თავდავიწყების ყანაო.

ფიქრით სულ იმის კვალზეა,
მიჰყვება,მიანკარაობს...

თვალებმა:მიყვარს,მიყვარსო,
ენამა:არა,არაო.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები