ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2016


ოთარაანთ ქვრივო!

ოთარაანთ ქვრივო!
ისევ გლოვობ ქმარს,
მინდა ძველი სევდა
გაატანო ქარს.

ოთარაანთ ქვრივო!
კვლავ დასტირი შვილს,
მეც შენსავით მტკივა,
მეც სიკვდილი მჭირს.

სანთელს ვუნთებ დედას
და ვქვითინებ ჩემთვის,
მარადიულ გრძნობას
მონატრებაც ერთვის.

მაშ, ვიჯეროთ გული
ტირილით და სევდით,
შენ - საფლავზე შვილის,
მე - საფლავზე დედის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები