ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2016


პასტერნაკი ,,გაზაფხული''

ბორის პასტერნაკი
      გაზაფხული
- - - -

გაზაფხულია. მე ვარ ქუჩიდან, სად ალვა ეჭვით დამუნჯებულა,
სად სივრცე შიშობს, დაცემაზეა იქ სადაც სახლი გადმოცერილი,
სადაც ჰაერი  ფუთად გამოკრულ თეთრეულივით ჩალურჯებულა,
რომ ეზიდება ნაავადარი,  სამკურნალოდან გამოწერილი.

სადაც საღამო ცარიელია მოთხრობასავით, შეწყდა რომელიც
და მიატოვეს გაუგრძელებლად ბოლოში დასმულ ვარსკვლავთან ერთად,
რომ დაებნიათ აურაცხელი  თვალი ხმაურით დაუცხრომელი
უსახლკაროთა და საკუთარი მდგომარეობის ვერგამომთქმელთა.

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

    В Е С Н А

Весна, я с улицы, где тополь удивлен,
Где даль пугается, где дом упасть боится,
Где воздух син, как узелок с бельём
У выписавшегося из больницы.

Где вечер пуст, как прерваный рассказ,
Оставленный звездой без продолженья
К недоуменью к тысяч шумных глаз,
Бездомных и лишенных выраженья.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები