ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2008


* * *


* * *
(ციკლიდან  "ცრემლის ნაფეხური")


იმ სურვილებით უნდა გავქვავდე
ხეს რომ დაადნა წვიმის წვეთებად,
ყველას წვიმების მადლი გფარავდეთ -
მე... ჩემი მადლიც მეიმედება.

და გდარდობთ. თუმცა შეშლილი მარტი
როცა ტკივილებს აცლის მზეტიალს,
მე გამოვდივარ სახლიდან მარტო
და დაღლილ ცრემლში ვიწყებ ხეტიალს.
1994.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები