ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2016


უსასრულოდ

დაიფარა ილუზიის ქვიშით
მოლოდინი, კავკასიის მთები.
სამშობლოდან ისმის ვაი-ვიში;
საქართველოვ როგორ იფიტები.
აღარ შემრჩა სულის მცირე სარჩო,
მქონდა სირჩა ალკოჰოლი ხან კი;
ვერასოდეს შევიჩვიე ჩარჩო
სიცოცხლეში - რეალობის ხარკი.
ცას ბოლო დროს ფერი დაჰკრავს უშნო,
დაიხსომე ამ წიაღში იშვი;
სადაც დათას ურჩევნიათ მუშნი,
შამათს სადაც ურჩევნიათ ქიში.
როცა ისევ რეგვენსა და უგვანს,
შეჰფენია ტანზე მეფის ქურქი;
საქართველო საქართველოს თუ გავს?...
ვინ გაიგებს თავში ვის რა უქრის.
ზიზღის ექო სანუგეშოდ იქცა,
ძმას ხვდებოდა თანამოძმის წიხლი;
მომავალში აქ მიწა და იქ ცა
მიტევებას რაღა თავში იხლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები