ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2016


მე დღემდე მახსოვს იმ გოგოს სახე...

მე დღემდე მახსოვს იმ გოგოს სახე,
რომელიც ფოთში ცეკვავდა ჩემთან.
თუმც წლების შემდეგ სიზმარში ვნახე,
ერთხელ ხომ მაინც ვიყავით ერთად.

გაყოფილია ცხოვრების გზები,
მაგრამ გული მაქვს ბოლომდე ღია.
თუმც ცხენებივით მიჰქრიან წლები,
იმ გოგოს დღესაც მშვენება ჰქვია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები