ვერმოწერილი ბარათივით განგიცდი ახლა, ასეთი სავსე არ ყოფილხარ მგონი არასდროს! მაგრამ რატომ ვგრძნობ ასე ცხადად, ამ ოქტომბერში, რომ დავსრულდები?!
შენთვის უთქმელი სიტყვებივით დამგროვებია, ახლა ის სევდა, ჩუმად გულით რომ ვატარებდი. ალბათ მიზეზიც სინანულის მხოლოდ ის არის, რომ ვერ გითხარი!
მახსოვს, შენ სხეულს მიხატავდი შავი ფანქრებით, თუმცა გონება შენი იყო უფრო ფერადი. ახლა ვხვდები რომ ნელა - ნელა იმ ფიქრს მაჩვევდი, რომ არასოდეს შემყვარებოდი...
ახლა ოქტომბერს ჯერ ფოთოლი არ გაცვენია, მაგრამ უკვე ვგრძნობ, როგორ დგება ცივი ზამთარი... ეს ის ტილოა, ალბათ გახსოვს - თებერვლის სუსხი, რომ ვითოშები!...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მადლობა თანანა. მადლობა თანანა.
5. სევდიანი ლირიკა, მესაინტერესოვა... სევდიანი ლირიკა, მესაინტერესოვა...
4. მადლობა ასეთი შეფასებისთვის მუხა! მადლობა ასეთი შეფასებისთვის მუხა!
3. კარგი ლექსი , ტილოზე ნახატს გავს კარგი ლექსი , ტილოზე ნახატს გავს
2. მადლობა მირი-ანი. მადლობა მირი-ანი.
1. კაი ლექსი. +2 კაი ლექსი. +2
|
|
მონაცემები არ არის |
|
|