ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
3 იანვარი, 2017


ისევ ოდიშურ ოდას ვუგალობ

ოდიშში ვარ, ქორწილში ვარ... ცხენს ვაჭენებ... ჰაიდა...
’’ოდოიას“ გადმოუხტა ’’ურაიდა რაიდა“...


შოთა ნიშნიანიძე


ისევ ოდიშურ ოდას ვუგალობ,
ვხედავ ხარობენ მანდილოსნებიც,
ასე მარტივად, ასე უბრალოდ,
არის ზეიმი პატიოსნების.

ისევ ოდიშურ ოდას ვუგალობ,
წარსულს ჩაბარდა ჟამი ოცნების,
ნიშნიანიძის ლექსით უფალო
გულს მიხარებენ ძმები მგოსნები.

ერთ სიცოცხლედ ღირს ჩვენი თავშეყრა -
პეწიც რომ გვხიბლავს მანდილოსნების,
არ მოშლილიყოს ზეიმი ქვეყნად
პოეზიის და პატიოსნების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები