ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
16 ოქტომბერი, 2016


სხვისი ცოდვებისთვის (4)

დილით სხეული ძლივს ავითრიე. ჭიშკართან მანქანა არ იდგა. წავიდა ალბათ. ნათია, როგორც ყოველთვის სამზარეულოში ფუსფუსებდა.
– ქართული პრესის ვარსკვლავი ხარ. – შესვლისთანავე ღიმილი შემაგება.
ამ გოგოს ღიმილი რომ არა, ალბათ როგორი მუქი იქნებოდა სამყარო.
ყავას ვიკეთებდი ცოტა აზრზე რომ მოვსულიყავი. დაცვამ დარეკა – თქვენთან სტუმარიაო. გამიკვირდა. კართან დედაჩემი რომ დავინახე, მაშინ კი საბოლოოდ ჩამოვიღვენთე. გავექანე და ჩავეხუტე. ორივე ვტიროდით. როგორ მომნატრებოდა თურმე. პირველი ნახევარი საათი ხმას ვერ ვიღებდით, მხოლოდ ცრემლებს ვიწმენდდით. მერე შევძელით ცოტა დამშვიდება. ძალიან შეცვლილი იყო, დაბერებული მეჩვენა. სადღა იყო ის ამაყი, მშვიდი, გაწონასწორებული ქალი. გული ჩამწყდა. ჩემი დანიშვნის ამბავი გაეგო. მივხვდი დადგა დრო, ჩემი ნათქვამი ამესრულებინა და ბედნიერი საცოლე მეთამაშა. მთელი ძალა მოვიკრიბე და გავიღიმე:
– არ დამიჯერებ, დე, მაგრამ მიყვარს, – ვუთხარი რაც შემეძლო დამაჯერებლად. – არც კი ვიცი, როდის შემიყვარდა. ალბათ პირველი დანახვისთანავე. მაგიტომაც წამოვყევი მაშინ უსიტყვოდ – მე თვითონ არ ვიცი საიდან მქონდა ამდენი თავხედობა, თვალებში მეყურებინა საკუთარი დედისთვის და ურცხვად მეცრუა. – ვიცი არასწორია ასე მალე რომ გამოვაცხადეთ, მაგრამ სხვანაირად არ შეგვეძლო, რამით ხომ უნდა გაგვემართლებინა ერთად ცხოვრება?! – ჩავირთე და აღარ დავასრულე, მე მგონი თვითონაც დავიჯერე. ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი, ჩემს წინ დედაჩემი იჯდა.
ისე გავერთე საუბარში რომ ვერ მივხვდი როგორ გამეპარა დრო და სახლში დაბრუნებული ნიკა, რომ დავინახე, მუხლები ამიკანკალდა. ახლაც ვერ ვხვდები, როგორ მეყო ძალა გული არ წამსვლოდა. გონს უცებ მოვეგე და როგორც „მოსიყვარულე ცოლს“ შეჰფერის გავექანე და კისერზე ჩამოვეკიდე. არ დამავიწყდება მისი გაოგნებული სახე. ესეც არ ვიკმარე და პირდაპირ ტუჩებზე დავეძგერე. მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ნიკა შებარბაცდა და იქვე მდგარი სავარძლის საზურგეს ჩამოეყრდნო. ჩემგან არ ელოდა. როგორც იქნა მოვწყდი მის ტუჩებს.
– აქ დედაჩემია და ჰგონია, რომ სიყვარულით ვქორწინდებით. გთხოვ თამაშში ამყევი – ვუჩურჩულე ყურში შეუმჩნევლად. ყელთან ვგრძნობდი ჯერ კიდე დაურეგულირებელ სუნთქვას და ფეხზე დგომა მიჭირდა. როგორც იქნა მოვშორდი.
მშრალდ მიესალმნენ ერთმანეთს. ჩემი წასვლის დროაო – დედაჩემმა და წამოდგა. გავაცილე. ცოტა ხანი ბაღში დავრჩი. ყველაფრის გაანალიზებას ვცდილობდი, ჯერ კიდევ ვგრძნობდი ნიკას რბილ ტუჩებს. რა გემართება? მერამდენედ ვუსვამდი ამ კითხვას საკთარ თავს. აუზთან წინ და უკან დავდიოდი. მთელ სხეულზე ცეცხლი მეკიდა. ასე მეგონა კოცონზე მწვავდნენ. როცა ჩემს გვერდით დგას მაშინაც კი ცეცხლი მიკიდია ხოლმე და ახლა მთელი ხუთი წუთი, მასზე აწბებული, მონდომებით, რომ  ვუკოცნითი ტუჩებს, რა მეგონა? მეტი აღარ შემეძლო და მივიღე გადაწყვეტილება – შუა იანვარში, როცა ნაადრევად მოსული თოვლი, ეს-ესაა იწყებდა დნობას, აუზში ტანსაცმლიანად გადავეშვი.
გაყინულმა წყალმა  გონზე მომიყვანა. სიცივე ვიგრძენი და სასწრაფოდ ამოვხტი წყლიდან. სირბილით გავიქეცი სახლისკენ. ჰოლში რომ შევაბიჯე, ჯერ ისევ წურწურით გამდიოდა წყალი. კიბებეზე ნიკა ჩამორბოდა. ფანჯრიდან დაინახა ალბათ, ჩემი გმირობის ამბავი. შეშფოთებული სახე ჰქონდა. თანდათან დამშვიდდა. ალბათ ფიქრობდა აუზში თავის მოსაკლავად გადავეშვი. აბა რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი მოიფიქრებდა შუა იანვარში, თოვლიან აუზში გასაგრილებლად გადახტომას. ასეთი ერთადერთი და განუმეორებელი მარტო მე გახლდით.
– ქორწილამდე, როგორმე ცოცხალი მიიტანე თავი და ნაადრევად ნუ დამაქვრივებ. – ჩაიბუზღუნა და უკან აბრუნდა.


****
წინ ქორწილი მელოდა, რომლის თარიღიც უკვე დანიშნული იყო.
იმ დილით სამზარეულოში შესულმა, მაგიდასთან მოჭუკჭუკე წყვილს მყუდროება დავურღვიე. თავი უხერხულად ვიგრძენი და გამობრუნებას ვაპირებდი.
– მოიცა, თინი, მე მერიდები? – წამოდგა დიმა.
– არაა.. – უხერხულად ავიწურე.
– მალე ჩემი უახლოესი ძმაკაცის ცოლი გახდები და დიდი ალბათობით თქვენს ქორწილში მეჯვარეც ვიქნები, აბა ამ უჟმურს მეტი არავინ ეძმაკაცება და... – იმ წუთას შემოსულ ნიკაზე გვანიშნა – ჰოდა, დროა შემეგუო – თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. – მოდი, დაჯექი და ყველამ ერთად დავლიოთ ყავა.
  „ის“ ჩემ გვერდით დაჯდა. საგრძნობლად მომემატა პულსაცია. მთელი მარჯვენა მხარე მიხურდა. 
– კარგი, გავარკვიეთ ვინ იქნება სიძის მეჯვარე. – ენას არ აჩერებდა დიმა – შენი მეჯვარე ვინ იქნება? წინასწარ გამაცანი, ერთი ორი პა უნდა დავამუღამებინო, ქორწილში ტანგო უნდა ვეცეკვო.
– ჩემი მეჯვარე ნათია იქნება – და თვალი მის გაოცებულ მზერას გავუსწორე.
– მეე? – დაბნეული აფახულებდა თვალებს.
– გთხოვ, ნათი. – მუდარით გადავხედე.
– მორჩა, გადაწყვეტილი ამბავია – თვალები გაუბრწყინდა დიმას. – ხვალევე ვქირაობ მასწავლებელს და მე და შენ ქორწილში ცეცხლს დავანთებთ. მოვდივართ არგენტინა.
– ვერ შევძლებ, სამუშაო მაქვს. თავისუფალი დრო თითქმის არ მრჩება. – თავი დახარა ნათიამ. სახეზე ეტყობოდა უხერხულობისგან კვდებოდა.
– რას ჰქვია?! საქმე შეფის ქორწილს ეხება. შენი გულმოწყალე უფროსი გაგანთავისუფლებს ხოლმე რამდენიმე საათით.
– საქმეებს მე მივხედავ. მე მგონი რამდენიმე საათით რომ გახვიდე, არაფერი დაშავდება. – ვთქვი გაუბედავად და მზერა ნიკასკენ გავაპარე.
თავი დააქნია და ნათიას თბილად გადახედა. არ ვიყავი მიჩვეული მისგან ასეთ სითბოს, თუნდაც სხვის მიმართ, თუნდაც მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ადამიანის მიმართ.
– მადლობა თინი, ჩემთვის დიდი პატივია – მითხრა მორიდებით, ბიჭები სამზარეულოდან რომ გალაგდნენ.
ჩავეხუტე. საოცარი იყო, ადრე ვინმეს ჩემთვის ქორწილი, რომ ეხსენებინა, რბილად რომ ვთქვა, არც კი მოვუსმენდი და შუა საუბარში, შეიძლება, მარტოც კი დამეტოვებინა. ახლა კი, ვიჯექი და საკუთარ ქორწილზე და მეჯვარეებზე ვლაპარაკობდი.
ამ ბოლო დროს საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი.


****
საერთოდ არ ვერეოდი საქორწილო საქმეებში, ყველაფერს თვითონ აგვარებდა. ხალხის თვალის ასახვევად პომპეზური ქორწილი უნდა გვქონოდა. კაბაც კი ნიკამ შეუკვეთა. აი ამან კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დილით ნათიამ ყუთი რომ შემომიტანა და შიგნით Elie Saab-ის ულამაზესი კაბა იდო. სადა და ჰაეროვანი.
დადგა ქორწილის დღეც. სხეულს ვერ ვგრძნობდი. გაბრუებული ვიჯექი და ერთ წერტილს მივშტერებოდი. თავზე ნათია დამტრიალებდა.
– თინი, გონს მოდი, თორემ ვერაფერს მოასწრებ. – უკვე მერამდენედ მეუბნებოდა.
– უჰუ. – გაუცნობიერებლად ვპასუხობდი მეც და ისევ იმ პოზაში განვაგრძობდი ჯდომას.
საბოლოოდ მაშინ გაამოვფხიზლდი დედაჩემი, რომ შემოვიდა. გამოვფხიზლდი რაა – ავზლუქუნდი.
– დედას ერთადერთო, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია გიყვარს და უყვარხარ. ყველა ნერვიულობს ქორწილის დღეს.
საქმეც ის იყო, რომ არ იქნებოდა ყველაფერი კარგად. ეს არ იყო სიყვარულით ქორწინება. ჩემი მომავალი ოჯახი, სიძულვილს ეფუძნებოდა. ეს ჯვრისწერაც რას აიტეხა? გეგონება მარტო ხელის მოწერით, ხალხი არ დაგვიჯერებდა. ვისთვის რა უნდა მომეთხოვა? საკუთარი ნებით დავთანხმდი ამ ფარსს და ჩემი ვალი იყო ბოლომდე მიმეყვანა დაწყებული საქმე. თავი ხელში ავიყვანე და შევძელი ჩამეცვა ულამაზესი კაბა. გამეკეთებინა მაკიაჟი და ვარცხნილობა. გადავეხვიე დედას, ცხვირზე ვაკოცე ნათიას და გაბედული ნაბიჯით წავედი კიბისკენ. სანამ საფეხურებზე ჩავდგამდი ფეხს ორი წამით შევჩერდი, უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და ამაყად დავეშვი დაბლა. დეჟავუ მქონდა, მეორედ მიწევდა ბიჭების ჩამოვარდნილ ყბებზე ოდნავ ჩამღიმებოდა.
– ეს რა ამბავი სილამაზე დაგვატეხეთ თავზე, ქალბატონი თინი?! – პირველი აზრზე დიმა მოვიდა. – ასე როგორ შეიძლება, გულები ხელით გვიჭირავს. – მრავლობით რიცხვს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი და ნიკას ეშმაკურად გადახედა.
ნიკა მანამ ვერ მოვიდა აზრზე, სანამ არ მივუახლოვდი. აკანკალებული ხელი მომკიდა და კარებისკენ წამიყვანა. მისი ხელებიდან ნაცნობი სიმხურვალე წამოვიდა.
თითქმის არაფერი მახსოვს, როგორ დავიწერეთ ჯვარი, როგორ ვუპასუხე – „თანახმა ვარ“, როგორ ვიღებდი მოლოცვებს. როგორ ვიცეკვე პირველი ცეკვა  ქ მ ა რ თ ა ნ.  როგორ მეხუთებოდა სული, როგორ ვგრძნობდი მის ლოყას საფეთქელთან, როგორ მაბრუებდა მისი სურნელი, რომ არა ძლიერი ხელი ჩემს წელზე, დიდი ალბათობით, იატაკზე გავიშხლართებოდი.
დანაპირები აასრულა დიმამ და ნათიასთან ერთად მართლა ცეცხლი დაანთო, ისეთი გრძნობით ცეკვავდნენ არგენტინულ ტანგოს, რომ მეც კი ცრემლი მომადგა. ვიღაც მაინც იყო ბედნიერი ამ დღეს.
მამაჩემი არ ყოფილა ქორწილში, გასაკვირიც არაფერია. „ქალიშვილს უკითხავად გათხოვება ვერ აპატიაო“ – დაასკვნა საზოგადოებამ და მეტად აღარ შეუწუხებიათ თავი ამაზე ფიქრით.
სტუმრები საგრძნობლად შეზარხოშდნენ. რამდენიმე ბოკალი შამპანური ნიკამაც დალია, თუმცა საღ აზრს ინარჩუნებდა. აი დიმა კი... რა გითხრათ. ყველა ცეკვა აცეკვა ნათიას. ორმოცდაათჯერ მაინც „უსაყვედურა“ ნიკას: „ამ ანგელოზივით გოგოს მთელი დღე სამზარეულოში როგორ მალავო“ და საერთოდ ვერ ამჩნევდა ნათიას აწითლებულ სახეს. ბოლოს, ჯერი თაიგულის სროლაზე რომ მიდგა, გაჭირვებით აფოფხდა სცენაზე და მიკროფონში ჩასძახა:
– თინი, ეგ თაიგული კარგად დაუმიზნე ნათიას, ხომ იცი თქვენს მერე მე მომყავს ცოლიო.
გულწრფელად შემეცოდა ნათია. იდგა და თვალები სად წაეღო აღარ იცოდა. თაიგული დიმამ დაიჭირა და ნათიას მიართვა.
– ბოდიში რა, რომ მივხვდი სხვა მიმართულებით მიფრინავდა, გულმა ვერ მომითმინაო. – მოუბოდიშა ერთად შეკრებილ, გაწბილებულ გოგონებს და ნათიას ნაზად აკოცა ლოყაზე.
ყველაფერმა კარგად ჩაიარა, დამშვიდობებისას კიდევ ერთხელ მივიღეთ სტუმრებისგან მოლოცვები და ერთად ბედნიერად ცხოვრების სურვილები. დიმამ – ჩემი საცოლე მე თვითონ უნდა გავაცილოო და ნათია წაიყვანა.
ნიკამ მძღოლი გაუშვა და საჭესთან თვითონ დაჯდა. მთელი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია. თვალები დავხუჭე, სავარძელს მივეყრდენი და გონება გავთიშე. უკვე გათხოვილი ქალი ვიყავი. გვერდით ქმარი მეჯდა, ქმარი, რომელთანაც სალაპარაკოც არაფერი მქონდა. დღეს, ჩვენი ქორწილის დღეს, გარდა მღვდლისთვის ნათქვამი: „თანახმა ვარ“-ისა სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის. არა და ამ დღეს წესით ყველაზე ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი. ღმერთო როგორ მოვედი აქამდე?
მანქანა გაჩერდა, ეტყობა მოვედით. თვალები არ გამიხელია. მინდოდა ერთი სიტყვა მაინც ეთქვა, თუნდაც ყველაზე უბრალო „გაიღვიძე, მოვედით“. მძღოლის მხარეს კარი გაიღო და დაიხურა. ნუთუ აქ დამტოვა? ამ სიცივეში მანქანაში ძილისთვის გამიმეტა? ცოტა მაკლდა და ავღრიალდებოდი, რომ ჩემს მხარეს კარები გაიღო და რამდენიმე წამში უკვე ხელში აყვანილი მივყავდი სახლისკენ. ვერ აღგიწერთ რას ვგრძნობდი – სითბოს, კმაყოფილებას, მადლიერებას. რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს?! მე იმითაც ბედნიერი ვიყავი, რომ საკუთარმა ქმარმა, ქორწილის ღამეს, ხელში აყვანილი წამიყვანა სახლამდე. ცხვირი მის განიერ მკერდში ჩავრგე და ღრმად ვისუნთქავდი სურნელს, ცოტა თამბაქოსი, ცოტა ალკოჰოლის და ბევრს მისას.
ფრთხილად დამაწვინა საწოლზე, თითქოს ფაიფურის თოჯინა ვიყავი და ეშინოდა ხელში არ შემოვტყდომოდი. ჯიუტად არ ვახელდი თვალებს. ერთხანს ასე მედგა თავზე და მიყურებდა. მთელი სხეული მიხურდა და ტანში სასიამოვნო ტალღები მივლიდა. თმებზე მისი ხელის შეხება, რომ ვიგრძენი, ვიკადრე და გავახილე თვალები. დანისლული მიყურებდა. საწოლზე წამოვჯექი და უხერხულად ავიწურე. თვალი არ მოუშორებია. წამოვდექი და სწორედ ეს არ უდა მექნა. მასსა და კედელს შორის აღმოვჩნდი გაჭედილი. ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო და მესმოდა თანდათან როგორ უხშირდებოდა სუნთქვა. კინაღამ იქვე ჩავიკეცე, საფეთქელზე რომ ვიგრძენი მისი ტუჩები. ნელ-ნელა დაბლა ჩაუყვა და ახლა ყელზე დამიტოვა ცხელი კოცნის კვალი. მისი ძლიერი ხელები რომ არა იქვე ჩავიკეცებოდი. ბოლოს ტუჩებით ჩემი ტუჩები მოძებნა და შეცბა. მლაშე გემო ჰქონდა ჩემს ტუჩებს. თვალებიდან წამოსული მლაშე ნაკადულის გემო. ვერც მივხვდი, რომ ვტროდი. ასე არ შემეძლო მიუხედავად იმისა, რომ მეც თავბრუს მახვევდა ეს ალერსი, მაინც ვერაფრით ვივიწყებდი, იმას რომ არ ვუყვარდი. ეს მხოლოდ ვნება იყო, მამაკაცური ჟინის დაკმაყოფილება.
თვალებში შემომხედა. სხივი ჩაუქრა. შუბლი შუბლზე მომადო და კარგა ხანი ცდილობდა სუნთქვის დარეგულირებას. ბოლოს საფეთქელზე ფრთხილად მაკოცა. „ძილი ნებისაო“ – მისურვა და ოთახიდან გავიდა. ეზოდან ბორბლების ღრჭიალის ხმა გავიგე და მივხვდი, რომ წავიდა. ხელები უღონოდ ჩამომეყარა.
არ მეძინა. ვერ ვახერხებდი. ვიჯექი აივანზე სარწეველა სკამში სიფრიფანა საქორწილო კაბით და ისიც ვერ მომეფიქრებინა, სიცივისგან აკანკალებულს თბილი პლედი მომეხურა. თვალი ერთი წერტილისთვის გამეშტერებინა და არაფერზე ვფიქრობდი. რომ მეფიქრა ვიტირებდი, მე კი ცრემლი აღარ მქონდა.
ეზოდან ჩოჩქოლის ხმა გავიგე. სიბნელეში ვერაფერს ვარჩევდი. წამოვხტი და დაბლა დავეშვი. ყოველთვის ასეთი ვიყავი, სადაც არ მეკითხებოდა, იქ ვყოფდი ცხვირს. ეზოში რომ გამოვედი ჩამიჩუმი აღარ ისმოდა. კიდევ გავიარე რამდენიმე მეტრი და მძაფრმა სუნმა გონება დამიბინდა. ვიღაცის მკლავებში უგონოდ ჩავესვენე.

                                                                                              (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები