ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2016


გარდაცვლილ ბებიას.

გარდაცვლილ ბებიას.

შენს ცხედარს ვხედავ,
ვწუხვარ რადგან ასე დავიწყე,
ლექსებსაც ვბედავ,
თუმცა ვიცი ახლა არ მიწყენ,
სადა ხარ ნეტავ,
უშენობა რატომ დაგვიწყე,
და რადგან ვბედავ..
გთხოვ ტკივილი გადამავიწყე.

და რადგან დედა,
გმირი იყავ შვილებისათვის,
შვილიშვილები წამოგვზარდე, მათ შორის მეც და,
არ მემეტები! არა ბებო სიკვდილისათვის,
ცრემლები ამბობს:
არ მომკვდარხარ ცხოვრება შეცდა.

ცხოვრება შეცდა..
გაგეზარდა უნდა ჩემებიც,
რაც მე გატირე, სინანული მაწვება ყელს და,
დაგვტოვე ყველა, უამრავი მოგონებებიც,
ზაზა და რუსო
ტასო - ქეთი
მალხაზი
მეც და...

ვტირით.

              მახსოვს.

მახსოვს შენი ფსევდონიმი ქუჩი,
მახსოვს შენი ნახარები ბუჩქი,
მახსოვს შენი ნაჩვენები ქუჩა,
მახსოვს შენი გატეხილი ნუში.

მახსოვს როგორ მახურავდი საბანს,
ბანქოს თამაშს მასწავლიდი ფურთში,
მახსოვს როგორ მოვძებნიდი საბაბს,
მახსოვს თითქოს ვკინკლაობდით გუშინ.

მახსოვს როგორ არ მომეშვი მაშინ,
ექიმთან რომ მაშურებდი მუდამ,
თან ეჭვობდი, მომყვებოდი კვალში,
ჩემზე მეტად თან იყავი ცუდად.

არ მეგონა ჩვენს საკუთარ სახლში,
ლექსს დავწერდი შენს ცხედართან კენტად,
ვერ გიბრუნებ ახლა ვიცი მაგრამ,
იმ დროს მაინც დამაბრუნა ნეტავ.

შენი შოთიკო.

14.10.16 06:37
სულ მეუბნებოდა,
ერთი ლექსი ბებოსაც ხომ უნდაო.
აი დაგვიანებული......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები