ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2016


არცა შიოლა არა ყოფილა

(ეტიუდებიდან)

მეტრფე ნურვის აერევა
ბრძენში ან გამჭრიახშიო.
მოგიგონე, გაგაგონე:
- არა, შიოლ!
დიახ, შიოლ!

თავით უნდა გადავეშვა
მტკვარში ანდა ლიახვშიო,
მითრევს, საცა მორევია
ღვინოსა  და არაყშიო...
-არა, შიოლ?!
-დიახ, შიოლ...
-ალავერდი!
- იახშიოლ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები