ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2017


მეორე კორინთული - საყვარელს

ნინო დარბაისელი

მეორე კორინთული - საყვარელს
- - -
(ეტიუდი)

ბედი რას გამოიმეტებს? -
მტანჯავს იჭვების კრება.
წახვალ - მიტოვებ იმედებს,
მოხვალ - იმედი ქრება.

მოვინანიე. საკვეხარ-
- სარცხვენელს რაღას არკვევ.
თუ მართლა უფლის სარკე ხარ,
მრუდე გამოდექ სარკე.

სიყვარულს დავუბინდივარ,
ხელი არაფერს ახლო!
მაინც შენი გზით მივდივარ
ღმერთთან ყველაზე ახლო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები