ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: საბავშვო
25 ოქტომბერი, 2016


დრუნჩიკო და მახარა

ერთ საღამოს, ეზოში
აქშუტუნდნენ ზღარბები
და მარიამს შიშისგან
აუთრთოლდა წარბები.

ჩქარა, ბებო, ჩავკეტოთ
ჩვენი სახლის კარები,
მგონი, გველეშაპი წევს
გარეთ, შესაზარები.

ბებომ ჩაუღიმილა
და ჩურჩულით ახარა:
მწიფე თუთას გპარავენ
დრუნჩიკო და მახარა.

ვაი, მათაც ჩემსავით,
ძირსნაყარი რომ ჭამონ,
მუცელი რომ ასტკივდეთ,
ან ჩემსავით რომ ავნოთ?!

არ იდარდო პატარავ,
ბებომ მშვიდად მიუგო,
მათი მამა,- ზღარბების,
ექიმია ჰიუგო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები