ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2016


+++

სიო ანაზებს ველებს მშფოთვარეს
გზას ირეკლავენ ხოდაბუნები,
უბრად ჩამესმის ყოველ მთოვარე
„მე დავბრუნდები, ჰო დავბრუნდები".
სადაც წინაპართ ნასახლარია
ძელქვა, მინდვრები და ნასოფლარი,
რომ არ მინახავს საუკუნეა
კურთხეულ მიწა და ნაპოხარი.
ზეცა მოისხამს წითელ პერანგებს
როგორც ყვავილებს შემოდგომისას.
გზად მიმავალი ვინატრებ ზეფირს
და როგორც თოვლის პირველ მოსვლისას
გამიხარდება ხილვა ბუნების
აფხაზეთია სადაც, ბაღნარი,
ილაჯშეცვლილი ძველი უბნების
უკიდეგანო როგორც ცარგვალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები