მე დავიბადე ერთხელ წვიმად მოსვლის იმედით, ზღვის სიყვარულით ალბათ უფრო ვგავდი თოლიას, დაბადებამდე დარდი დამყვა სწორედ იმდენი, სიცოცხლეში რომ ჩემზე მეტი თქვენ არ გქონიათ. ცხოვრება ჩემი, ერთი დიდი ატრაქციონი, ბრბოს იზიდავდა მოკაშკაშე მკვეთრი ფერებით და მე ჯადოსნურ კარუსელად გადაქცეული, გაუჩერებლად ვტრიალებდი მთელი დღეები... გაუჩერებლად გადაღლამდე, გადაღლის შიშით, ვგრძნობდი, რომ დაღლილს უეჭველად მიმატოვებდნენ, ადამიანის მოღალატე მოდგმა და ჯიში, უამრავ ჩამქრალ ატრაქციონს ტოვებს ყოველდღე.... მე, დავიღალე და აღარ მაქვს ძალა ტრიალის, მე თქვენ გხიბლავდით ანთებული ათას ფერებად. ატრაქცონად დაბადებულ ადამიანებს, სიცოცხლე ხშირად სხვაზე უფრო ჩქარა გვბეზრდება. მე დავიბადე ერთხელ წვიმად მოსვლის იმედით, ზღვის სიყვარულით ალბათ უფრო ვგავდი თოლიას, ატრაქციონი არ ვყოფილვარ დანამდვილებით, არა და მისი ბედისწერა გამომყოლია. და დავასრულებ ასე ამბავს, აქ და ამრიგად (ცხოვრება ლამაზ სიურპრიზებს უხმოდ გვპირდება,) ატრაქციონი კვლავ დაიწყებს ტრიალს თავიდან, ოღონდ უთქვენოდ და თქვენ ეს ნუ გაგიკვირდებათ... მე დავიბადე, შემდეგ წვიმად მოსვლის იმედით, ზღვის სიყვარულით ალბათ უფრო ვგავდი თოლიას...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მშვენიერი ლექსია.
მშვენიერი ლექსია.
5. ავტორი: კომედიანტი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
25 ოქტომბერი, 2016
მშვენიერი ტრიოლეტია,ჰაზრიც კარგია! ავტორი: კომედიანტი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
25 ოქტომბერი, 2016
მშვენიერი ტრიოლეტია,ჰაზრიც კარგია!
4. დიდი მადლობა ნეფერტარ სასიამოვნოა ასეთი შეფასების მოსმენა :) დიდი ხანია ურაკპარაკს აღარ ვსტუმრობ ისეთი სიხშირით როგორც ადრე და ძალიან სასიამოვნოა როდესაც ადამიანს ასე ახსოვხარ და ახსოვს შენი ნაწერები და დრო ვერაფერს გაკლებს . . . წარმატებები შენ :) დიდი მადლობა ნეფერტარ სასიამოვნოა ასეთი შეფასების მოსმენა :) დიდი ხანია ურაკპარაკს აღარ ვსტუმრობ ისეთი სიხშირით როგორც ადრე და ძალიან სასიამოვნოა როდესაც ადამიანს ასე ახსოვხარ და ახსოვს შენი ნაწერები და დრო ვერაფერს გაკლებს . . . წარმატებები შენ :)
3. აქაც მშვენიერი კომენტარი დავდე და არ იდება. მარტო მოკლე კომენტარი იდება ხოლმე.
მშვენიერი ლექსია და არაფერიც არ ჭირდება. ვინც ამ ავტორის ლექსებს იცნობს -ის მიხვდება. მე მივხვდი, რადგან ყველა, ყველა ლექსი მაქვს არა მარტო წაკითხული, არამედ აბსოლიტურად შესწავლილი.
აქაც მშვენიერი კომენტარი დავდე და არ იდება. მარტო მოკლე კომენტარი იდება ხოლმე.
მშვენიერი ლექსია და არაფერიც არ ჭირდება. ვინც ამ ავტორის ლექსებს იცნობს -ის მიხვდება. მე მივხვდი, რადგან ყველა, ყველა ლექსი მაქვს არა მარტო წაკითხული, არამედ აბსოლიტურად შესწავლილი.
2. გაიხარე ანანე :) გაიხარე ანანე :)
1. არის რაღაც საინტერესო, თავს ვერ დავდებ, რომ ნაწერი მთლიანად მომეწონა, მაგრამ განწყობა და მელოდია დავამთხვიე ერთმანეთს და მოუხდა. მეტს ვიმუშავებდი ამ ნაწერზე, ავტორი რომ ვიყპ. არის რაღაც საინტერესო, თავს ვერ დავდებ, რომ ნაწერი მთლიანად მომეწონა, მაგრამ განწყობა და მელოდია დავამთხვიე ერთმანეთს და მოუხდა. მეტს ვიმუშავებდი ამ ნაწერზე, ავტორი რომ ვიყპ.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|