ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარრურუა...
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 ოქტომბერი, 2016


მორის ფოცხიშვილის პოეზიაზე

მორის ფოცხიშვილის პოეზია მადლიანი პოეზიაა, ტკბილ მალამოდ ედება გულს. როცა მორისის ლექსებს ვკითხულობ, ცრემლებს ვერ ვიკავებ... ძნელია უცრემლოდ წაკითხვა. სევდა, სიხარული, დაცემა და ამაღლება... ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი მის შემოქმედებაში. პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდა ქართული ესტრადისთვის ყველაზე დიდი სამსახური სწორედ მორის ფოცხიშვილს აქვს გაწეული. მორისის ლექსებს დღესაც მთელი გულით მღერიან, როგორც ძველი თაობის, ისე ახალი თაობის წარმომადგენლები. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ერთი სიმღერა, რომელსაც ორერას აწ უკვე გარდაცვლილი წევრი - ზურაბ იაშვილი ასრულებდა. მორისის ლექსზე შექმნილმა ამ სიმღერამ ისეთი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს გიტარაზე ავაწყვე. აი ეს ლექსიც:

კიდევ ვიყიდი ლურჯთვალა იებს
და ფეხით ჩავალ მცხეთას და ოკამს, -
შენი მაღალი გრიგალი ვძლიე,
შენმა პატარა შრიალმა მომკლა.

მე მხოლოდ შენი სიმღერა მესმის,
მე მხოლოდ შენი ჩურჩულის მჯერა, -
გამიხმეს უკვე გამხმარი ფესვი,
ჩამიქრეს უკვე ჩამქრალი კერა...

შენ თუ არ გნახე და სულის სარჩოდ
თუ არ დაგიგო ბალახად სული, -
მე მხოლოდ შენი წყურვილი მაღრჩობს,
მე მხოლოდ შენთვის მიკვდება გული.

მორის ფოცხიშვილი

ეს ლექსი 2016 წლის 3 აპრილს ვიმღერე ჩემი მეგობრის სახლში, ჩემი ნამღერი შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე:

https://www.youtube.com/watch?v=XwPWVPG-U3U

პატივისცემით - ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები