ნაწარმოებები



ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2016


მუსიკოსი

მე - მუსიკოსი, საყვირზე ვუკრავ,
იქ, ქალაქის ბოლოს, მიყრუებულ
კერძო ბინაში, მშვიდი მუსიკა..
ახლა შეიძლება ატირდე,
იმდენად მელანქოლიური და
საოცარი რამეა შენთვის ეს
მელოდია, მაილს დევისის
ჩემებური ინტერპრეტაცია.
მე - მუსიკოსი,  ვუკრავ გამთენიისას,
ზღვის ნაპირზე, სიმშვიდეს ვუკრავ,
და შენს გარეშე რა იქნებოდა
ჩემი ცხოვრება..
შენი თვალებივით ლამაზია
დღეს ზღვა, დავრჩეთ..

მე - მუსიკოსი, მე აღარ ვუკრავ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები