ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2016


ქოხი

ჩემი პატარა ქოხი,
ტყეში ეულად მდგარი,
ირგვლივ კორომი ხეთა
და კლდეთა ლურჯი კარი.
ჩემი ოცნების ეზო,
ხელით ჩაწნული წნელით,
შიგნით ბიბინა მოლი,
დილის ცვარ - ნამით სველი...
ღელეში მოკეკლუცო,
მწვანეთვალება ვეძა,
ოქროცურვილი ფსკერით
ერთი ნახვით რომ შეგძრავს...
და, ეს პატარა ქოხი,
ზეცასთან უფრო ახლოს,
დგას, როგორც უკარება,
არავის სამოსახლო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები