ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ღიმილა
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2016


მე და ჰენრი მორგანი

სერ ჰენრი მორგან..
სან-დომინგოდან გავემართოთ დასავლეთისკენ
და ტორტუგასთან შევაჩეროთ ჩვენი ესკადრა,
ქრის და ტალღები გემბანამდე თითქმის აღწევენ
და ჰორიზონტზე მზეც ისევე დაიკაწრება,
როგორც ქარისგან დაჭიმული გემის აფრები.

სერ ჰენრი მორგან..
გადავდოთ იქნებ პაემანი სირინოზებთან,
ახლა ის დროა, რომ გავცუროთ ქარის პირისპირ,
შენ მართალი ხარ - არასოდეს არ უჩივიან
ჩვენისთანები, მისტერ მორგან - უამინდობას.

უკიდეგანო სივრცეები კვეთენ ერთმანეთს,
ათიათასჯერ გადახაზულ მერიდიანზე
და შენც გარს უვლი დედამიწას ათასმეერთედ,
რომით მთვრალი და მეტსახელად მხიარულ როჯერს-ს
ატარებ როგორც დამბაჩას და ძველისძველ დაშნას.

სერ ჰენრი მორგან..
სან-დომინგოდან გავემართოთ დასავლეთისკენ
და ტორტუგასთან შევაჩეროთ ჩვენი ესკადრა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები