ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2016


მაისი უშენოდ

დედის გარეშეც ჩემს სოფელში
დედოფლობას ჩემობს მაისი,
გარეგნული უდრტვინველობით.
ისე ვით ქალი, ძუძუმოკვეთილი
მალავს დანაკლისს,
ისიც არ იმჩნევს,
რომ ვერ იპკურა
ქინძისა და ნიახურის ნელსურნელება,
ხოლო სიცოცხლის მისეულ ჰანგებს
უსოლისტოდ დარჩენილი
ორკესტრის მსგავსად,
დაჰკლებია კრუხ-წიწილის
ტკბილხმოვანება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები