ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2016


შენ ყოველ ღამე ქმრის მკლავზე წევხარ

შენ ყოველ ღამე ქმრის მკლავზე წევხარ,
არასოდეს გაქვს ღალატის შიშიც,
საბედნიეროდ ამქვეყნად შენც ხარ
ქეთევანის და თამარის ჯიშის.

შენ ყოველ ღამე ქმრის მკლავზე წევხარ,
მარადიული გრძნობისთვის იშვი,
შენ თვით ყინწვისის ანგელოზს ჰგევხარ,
სიყვარულისთვის აიტან შიმშილს.

მწამს: როცა წახვალთ წუთისოფლიდან -
მეუღლეები ქართული ჯიშის,
იქაც გაიშლით ლოგინს ორნი და...
არც იქ გექნება ღალატის შიში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები