ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: საბავშვო
3 ნოემბერი, 2016


სიბრძნის კბილი

ქურდბაცაცა მელიას
ღამით კბილი ასტკივდა,
ჯერ ითმინა, იკვნესა,
მერე ისე აკივლდა...

სულ თავზე დაიხვია
მეზობლები კარისა,
ციყვი, ტურა და მაჩვი -
მკურნალი იმ მხარისა.

ციყვმა პირი გაუღო,
მაჩვმა შიგნით ჩახედა,
სიბრძნის კბილი სტკივაო,
თქვა და ტურას გახედა...

ტურამ ჩაიქირქილა,
ბრძენი ქათმისპარია?!
გუშინ ქორმა მოსტაცა
ცხვირწინ მჯდარი ვარია...

მელამ იუკადრისა
ასე მწარე დაცინვა,
მიბრძანდიო და ტურას
კუდით კარზე ანიშნა.

მაგრამ, როგორც დალია
მაჩვის წამალ - ნაყენი,
კბილთან ერთად მოურჩა
გულიც ტურას ნატკენი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები