ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
4 ნოემბერი, 2016


სხვისი ცოდვებისთვის (6)

მთელი დღე მეძინა. საღამოს გამეღვიძა. სხეული მტკიოდა. ძლივს ავითრიე წელი და სამზარეულოში ჩავედი ნათიასთან.
– გაიღვიძე? – მაშინვე ღიმილი შემომაგება. – მოდი, ცხელ ჩაის მოგიმზადებ, ცოტას მოდუნდები.
სკამამდე მივლასლასდი, ფეხებმოკეცილი დავჯექი და ჩაი მოვსვი.
– არ დაბრუნებულა? – ჭიქისთვი თვალი არ მომიშორებია ისე ვკითხე.
– არა. – მოკლედ მიპასუხა და თავისი საქმე განაგრძო.
არც იმ ღამით მინახავს, არც მეორე დღეს. თავს მარიდებდა. ალბათ ასე სჯობდა.
სახლში მოდიოდა, მაგრამ  იმ დროს, როცა დარწმუნებული იყო, რომ არ გადამეყრებოდა. დღისით უაზროდ დავყიალებდი ოთახში, საღამოს ბალიშზე თავდადებული ველოდებოდი ეზოსთან გაჩერებულ მანქანს და კიბეზე ამომავალ ნაბიჯებს ვითვლიდი. მენატრებოდა... მაკლდა... მჭირდებოდა. ოღონდ ამას თვითონაც ვერ ვხვდებოდი.
მეოთხე დღეს შემთხვევით შევხვდი კიბის თავზე, როცა სახლიდან გასული მანქანის გასაღებისთვის ისევ უკან ამობრუნდა. სუნთქვა გაუხშირდა. თვალს არ აშორებდა ჩემს მკლავებს, რომლებსაც მორჩენისკენ წასული სისხლჩაქცევები, ჯერ კიდევ აჩნდათ ყვითლად. სახე შეცვლოდა, ფერი დაეკარგა და ღრმად სუნთქავდა. მივხვდი როგორ უჭირდა ამის ყურება და ოთახში შევბრუნდი. კიდევ დიდხანს იდგა და დამშვიდებას ცდილობდა. მართლა ვერ პატიობდა თავს და ალბათ ვერც ვერასოდეს აპატიებდა. მე ვაპატიე. დიდი ხნის წინ ვაპატიე. მინდოდა მეთქვა, მაგრამ არ ვუთხარი, ვერ ვუთხარი.



****
იმ საღამოს ფანჯარასთან ატუზული ველოდებოდი მისი მანქანის გამოჩენას. აი ისიც, მანქანიდან გადმოვიდა და ფეხარეული წამოვიდა სახლისკენ. ნასვამი იყო. უსიამოვნოდ გამცრა ტანში. კიბეზე ამომავალი ნაბიჯების ხმა რომ მომესმა, უკვე კარებთან ვიყავი ატუზული და საკუთარი გულისცემა მესმოდა. 17... 18... 19... 20... მორჩა, კიბებებიც ამოათავა. თავისი ოთახისკენ არ წასულა. სულ ახლოს, კარების მეორე მხარეს ვგრძნობრი მის გახშირებულ სუნთქვას. იქ იდგა, ერთი პატარა ხის ნაჭერის იქით. პულსაცია დიდი ხანია ასოცს გასცდა. დააკაკუნა ფრთხილად, ძალიან ფრთხილად. გული გამიჩერდა. აკანკალებული ხელი წავიღე და საკეტი გადავატრიალე. კარები ჩავკეტე, უკანასკნელი იმედი მოვუკალი. ახლაც ვერ ვხვდები, ეს რატომ გავაკეთე. ძალიან მენატრებოდა, უიმისობას ჭკუიდან გადავყავდი და მაინც,  ჩემსკენ მომავალი ყველა გზა მოვუჭერი. რამდენი რამე შეცვალა ამ ერთმა გაუაზრებელმა საქციელმა ჩემს ცხოვრებაში?! მაშინ რომ გამეღო შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. უფრო უკეთესად ან უფრო უარესად. რას გაიგებ?! ყელაფერი ღვთის ნებაა.
გავიგე, როგორ შეწყვიტა სუნთქვა. ოცი წამის მერე ამოიგმინა. გავანდგურე, ჩემი ხელით მოვკალი. წავიდა... კარებთან ჩავიკეცე და ჩუმად ავტირდი.
მთელი ღამე ველოდი. ამაოდ, არ მოსულა. განვიცდიდი,  მჭირდებოდა, საკუთარი თავის არ მესმოდა. მაინც ველოდებოდი.
თავზე დამათენდა. მოლოდინს ვეღარ ვუძლებდი. ტელეფონს დავწვდი და მისი ნომერი ავკრიფე. ოთხი ზარის მერე მიპასუხა. მაგრამ იმან არა, ვიღაც ქალმა. სუნთქვა შემეკრა. ჩემი ქმრის ტელეფონს, ვიღაც ქალი პასუხოდა. ჩახლეჩილ ხმაზე ეტყობოდა ნამძინარევი იყო.
უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, ჩავახველე და...
– ნიკასთან ვრეკავ – საკმაოდ უხეშად გამომივიდა.
– ნიკა სააბაზანოშია, ცოტა მოგვიანებით დაურეკეთ.
საწოლზე ჩამოვჯექი, რომ არ წავქცეულიყავი.
– ალო... გესმით ჩემი?
– ვინ რეკავს? – მომესმა ნიკას ხმა და საბოლოოდ გავნადგურდი. – გის... – ხმა ჩაუწყდა, მივხვდი ნომერს დახედა.
ვერცერთი ვიღებდით ხმას. ორივეს გვესმოდა ერთმანეთის გულისცემა. ორივე ვხვდებოდით რა ხდებოდა ჩვენს გულებში. ეს იყო დუმილის ხუთი წუთი, სასოწარკვეთის ხუთი წუთი, ყველაზე მეტყველი დუმილი...
პირველმა მე გავთიშე. ვეღარ გავუძელი.
ნახევარ საათში უკვე სახლში იყო, დაბლა დავხვდი. (გასაოცარია, წუხანდელი შიშისგან, რომელმაც მაიძულა კარი დამეკეტა, აღარაფერი დარჩენილიყო). ახლა გაავებული ვიყავი, თვალებიდან ბრაზს ვაკვესებდი. როგორც კი შემოვიდა წინ ავესვეტე, უტიფრად შევხედე და მოქნეული ხელი სახეში გავარტყი. დამიჯერეთ, თქვენზე მეტად მე გამიკვირდა, მაგრამ ფაქტია, ლოყაზე დაეტყო ჩემი ხელის ნაკვალევი. თავი არ აუწევია. იმსახურებდა. მაგიდაზე დადებულ მისივე მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და გააფთრებული გავვარდი გარეთ. მანქანა ჭიშკართან რომ მივაყენე, წინ დაცვა გადამიდგა. გაბმულად დავაჭირე სიგნალს ხელი და აშვებას არ ვაპირედი, სანამ გარეთ არ გამიშვებდნენ. სარკეში დავინახე კარებში გამოსული ნიკა, რომელმაც მსუბუქად დაუქნია თავი დაცვას და ჭიშკარიც გაიღო. ხვდებოდა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ჩემი გაშვება იყო.
მთელი დღე ვიარე მანქანით უმისამართოდ. სად აღარ ვიყავი, მაგრამ ვერ ვმშვიდდებოდი. როგორც კი იმ ქალის ხმა მახსენდებოდა კივილი მინდოდა. მთაწმინდისკენ მიმავალ გზას დავადექი და მანქანა იქ გავაჩერე, საიდანაც მთელი თბილისი ჩანს. გადმოვედი და მანამ გავყვიროდი თბილისის თავზე, სანამ ცოტა არ მომეშვა.
გეზი ერთ-ერთი ბარისკენ ავიღე. რამდენჯერმე ვიყავი იქ ნამყოფი. ბართან დავჯექი და ტეკილა შევუკვეთე  „დღეს მე უნდა გავილეშო, წერეთელო, და გამიძელი“. ნელ-ნელა დავიწყე. რაღა ნელ-ნელა ნახევარ საათში უკვე ხუთი ჭიქა მქონდა დალეული.
– ვინც თქვას სიყვარულს ბედნიერება მოაქვსო, არ დაუჯერო. მაგარი მატყუარაა. – სისულელეებს ვებურტყუნებოდი ბარმენს, რომელსაც მოთმინების ღიმილი აეწებებინა სახეზე და „სხვა გზა არა მაქვს“ სახით მისმენდა. – გყვარებია როდისმე?
თავი გამიქნია უარის ნიშნად, ღიმილით რა თქმა უნდა.
– ბედნიერი კაცი ყოფილხარ, მოდი უნდა გადაგეხვიო.
„იყოს, ნუ შეწუხდებით“ გამომეტველება.
– სიგარეტი გაქვთ? – კარგი მწეველივით მოვიკითხე. – თავი დამიქნია, აშკარად ერიდება ჩემთან კონტაქტში შემოსვლას. ალბათ ეშინია არ გავუშინაურდე.
სიგარეტის კოლოფი მომაწოდა. ზუსტად ხუთი წუთი ვცდილობდი გამეხსნა. როგორც იქნა გავხსენი და ერთი ღერი ამოვიღე. თვალი მოვკარი წარწერას: „მოწევა კლავს“.
– მოწევა კი არა, ღალატი კლაააააავს. – ავღრიალდი ბოლო ხმაზე. გულამოსკვნილი ვზლუქუნებდი. ცხვირსახოცების კოლოფი გადმომიდგა (ღიმილით რა თქმა უნდა).
ჩემი ტელეფონი ბოლო თხუთმეტი წუთი გაუჩერებლად რეკავდა. ნერვიულობს ალბათ ვაჟბატონი. უხმო რეჟიმი ჩავურთე და ცოტა ხნით საპირფარეშოში გავედი.
– გინდა ჩემი სიყვარულის ისტორია მოგიყვე? – დაბრუნებული, მოხერხებულად მოვკალათდი სკამზე.
„რახან არ იშლი?!“ გამომეტყველება.
– ცოლად ურჩხულს გავყევი. პირდაპირ სახლიდან წამომიყვანა. ოღონდ, შუბლზე იარაღი მომადო და ისე. თავისი კოშკის ბოლო სართულზე გამომკეტა. მერე ცოლად გავყევი. ჰო, სანამ ცოლად გავყვებოდი ვაკოცე. მისი სახე უნდა გენახა, როგორ გაუკვირდა. მერე კოცნაზე მეტი მოუნდა, მაგრამ ისეთი ამბავი ავტეხეეეე... მეორედ ვეღარ გაბედა. აბა, რა ეგონა? მერე  იცი რა ქნა? ადგა და სხვაზე გამცვალა – ისევ ავზლუქუნდი და კოლოფიდან ბოლო ხელასხოცი ამოვიღე – არა, რა დავაკელი ერთი მითხარი, იმასთან რომ არ გაქცეულიყო?
ღიმილით მიყურებდა და ჭიქებს ალაგებდა.
– საღამოს სახის კუნთები არ გტკივა ხოლმე? – სრული სერიოზულობით ვკითხე.
სახე შეეცვალა, ვერაფერი გაიგო.
– პროფესიულია ალბათ. – თვალი ჩავუკარი და კიდევ ერთი ტეკილა გამოვცალე.
არ ვიცი კიდევ რამდენი ხანი გავუბურღავდი ტვინს ბარმენს, ნიკა რომ არ მოსულიყო. დავინახე თუ არა ისევ ტირილი მომინდა, მაგრამ თავი შევიკავე. მოგვიახლოვდა. წამოვდექი და ნიკა რომ არა, იატაკზე გავშხლართებოდი. ბარმენს ანგარიში გაუსწორა და გასასვლელისკენ წამიყვანა.
– უი, სულ დამავიწყდა მეთქვა, ქორწილის ღამეს იარაღი რომ ვესროლე. პირდაპირ ბეჭში. – თითქმის კარეებთან მისულმა გამოვძახე.
„ღმერთო შენ უშველე ყველა გაჭირვებულს“ და თქვენ წარმოიდგინეთ ღიმილიც კი ჩამოერეცხა სახიდან. არა და რა ვთქვი ისეთი?
ჰაერზე გამოსულს გამახსენდა, რომ გაბრაზებული ვიყავი და მისი ხელებიდან თავის განთავისუფლება ვცადე. ხელი გავაშვებინე და კინაღამ გაზონზე გავიშოტე. ძლიერი მკლავები მომხვია და უკვე ხელში აყვანილი მივყავდი მანქანისკენ. ბრძოლას არ ვწყვეტდი.
– თინი, ნუ ფართხალებ, გეხვეწები, დამივარდები.
– იმასთან წადი, ვინც არ ფართხალებს და შენს ხელებში სანთელივით დნება. – წამოვიძახე ნაწყენი ხმით და კიდევ ერთხელ გავიბრძოლე.
– შენ უფრო გემრიელი სუნი გაქვს. – მითხრა და თავი ჩემს ყელში ჩარგო.
– Chanel-ის Chance-ს ვხმარობ, გადაეცი, იქნებ უშველოს. – დავინახე, როგორ ჩაეღიმა. ღრმად ამოისუნთქა და მაქანაში ჩამსვა. რომ არ გადმოვსულიყავი ღვედი საგულდაგულოდ შემიკრა, მანქანას სწრაფად შემოუარა და მძღოლის ადგილი დაიკავა. მე თავი უკვე გამეთავისუფლებინა ღვედისაგან და ის იყო კარიც უნდა გამეღო, რომ მაჯაში ჩამავლო ხელი და მომიჭირა. დავიკვნესე.
– გეყოფა, გთხოვ , ნუ მაიძულებ რამე გატკინო.
– მაკლია შენგან სილურჯეები. – მივაძახე გაუაზრებლად და მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა. სახე ჩაუმუქდა. მთელი ძალით დასცხო ხელი საჭეს და ამოიგმინა. ვხედავდი როგორ გადასდიოდა ფერები. კარი გააღო, გადავიდა. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, ნერვიულად მოუკიდა და ბორდიურზე ჩამოჯდა. სავარძლის საზურგე გადავწიე და გადავწექი. თვალები დავხუჭე, მინდოდა გავთიშულიყავი. დახუჭული თვალებიდან ცრემლი წამომივიდა და საფეთქელისკენ გაიკვალა გზა. მოვიწმინდე, საზურგე გავასწორე და მინა ჩამოვწიე. ჰაერი აღარ მყოფნიდა. ნიკას გავხედე უკვე მეორე ღერისთვის მოეკიდებინა. ნერვიულად მოსრისა ხელში ანთებული სიგარეტი და გადააგდო.  მანქანაში დაბრუნდა და ადგილიდან დაძრა. არ შემიხედავს. არც მას...
– რა ჰქვია? – თავი არ მომიბრუნებია ისე ვიკითხე.
– თინი, გთხოვ.... – მეტი ვეღარაფერი თქვა.
– დიდი ხანია იცნობ? – კთხვების დასმას არ ვწყვეტდი.
არაფერი მიპასუხა. ვერ მიპასუხა.
– ერთი ღამის რომანი იყო თუ მანამდეც იცნობდი? – ხმა მიმკაცრდებოდა ნელ-ნელა.
– არ გინდა...
– რამდენი ხანია იცნობ? – ჯიუტად არ ვწყვეტდი.
– ორი წელი. – ამოილაპარაკა ხმაჩამწყდარმა
ამოვიოხრე.
– ცოლად რისთვის მომიყვანე? ოღონდ არ გინდა ეს ფარსი – „პრესისთვის ჩვენი ერთად ყოფნა რომ გამემართლებინა“ და მსგავსი სისულელეები.
დუმდა.
– მიპასუხე!!! იმიტომ რომ საბოლოოდ გაგენადგურებინე? ბოლო მოგეღო? დაგეცინა? თავმოყვარეობა შეგელახა? ყველაფრის რწმენა დამეკარგა? თავი ყველაზე უსარგებლო ადამიანად მეგრძნო? გილოცავ, გამოგივიდა. არ არის საკმარისი? მეყოფა, გთხოვ, მეტს ვეღარ ვუძლებ, გამიშვი...
შეცბა. არ ელოდა ამას თუ ვთხოვდი. ვერაფერი მიპასუხა, არც მქონდა იმედი.
მანქანა სახლთან გააჩერა.  გადმოვედით...
მომიახლოვდა და ჩამეხუტა.
საფეთქელთან მომადო გავარვარებული ტუჩები:
– ოდესმე ძალას მოვიკრებ და შევძლებ. ოღონდ ახლა ვერა, ახლა ვერ გაგიშვებ. გემუდარები, არ მთხოვო. მაგრამ გპირდები, რომ ერთ დღესაც შევძლებ. შენი გულისთვის შევძლებ. როგორ დაგტანჯე. თუ შეძლებ, ოდესმე... მაპატიე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები