ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2016


სიკვდილმისჯილები...

რაცოტა ყოფნის ახლა ამ ოთახს,
შენი სუნთქვა და ჩემი ნერვები..
ცამ როგორც იქნა მთვარე გამორთო
მთელი თავისი მშვენიერებით ...
თითებზე დღეებს რადგან არ ვითვლით,
ჩვენ ვგავართ, სიკვდილმისჯილ  პატიმრებს
მე, ამ ვნებისგან შეშლილ ღამისთვის,
შენს თვალებს სევდა ვერ ვაპატიე.
უნდა დავბრუნდე უკან უშენოდ,
ცარიელ ქალაქს გავყვე ფიქრებით..
შენ წადი იქნებ შენს თავს უშველო
და მნახე როცა აღარ ვიქნები,
აქ ...და ზეციურს წავალ უდაბნოს,
(თუ სიყვარულის გახმა ფესვები)
ჩემი გულივით დროს სამუდამოდ
რომ დარჩეთ შენ და ჩემი ლექსები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები