ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
12 ნოემბერი, 2016


თ. ტიუტჩევი Silentium

დადუმდი, დაიმალე, დაიფარე
გრძნობებიც, ოცნებებიც, ყველაფერი -
დე, სულის სიღრმეებში ემოძრაოთ,
დიან, ვით მნათობნი  უხმაუროდ,
კიაფობს ღამის ცაზე მათი  გუნდი,
იამე სახილავით - დაუდუმდი!

გულმა ვით გამოთქვას თავისთავი?
სხვამ როგორ გაგიგოს საკითხავი?
რით ცხოვრობ, მიხვედრა შეუძლია?
აზრი გამოთქმული - ტყუილია.
თანწყობის ამღვრევა - გზაა მრუდი,
ფიქრებით ისაზრდოე - დაუდუმდი!

შენსავე არსებაში იარსებე.
სულის - სამყაროსი, ანავსების
იდუმალ-ჯადოსნური საფიქრალით
მტერია ხმაურობა და მიმქრალი
დღის სხივში გაიბნევა ფიქრთა გუნდი,
უსმინე ხმიანობას - დაუდუმდი!

1829-30
* Silentium - მდუმარება (ლათ.)

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Ф. И. Тютчев  - Silentium!

Молчи, скрывайся и таи
И чувства и мечты свои –
Пускай в душевной глубине
Встают и заходят оне
Безмолвно, как звезды в ночи, –
Любуйся ими – и молчи.

Как сердцу высказать себя?
Другому как понять тебя?
Поймет ли он, чем ты живешь?
Мысль изреченная есть ложь.
Взрывая, возмутишь ключи, –
Питайся ими – и молчи.

Лишь жить в себе самом умей –
Есть целый мир в душе твоей
Таинственно-волшебных дум;
Их оглушит наружный шум,
Дневные разгонят лучи, –
Внимай их пенью – и молчи!..

1829-30

Silentium  - Молчание (лат.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები