ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
12 ნოემბერი, 2016


სხვისი ცოდვებისთვის (7)

ცხოვრება ჩვეულებრივი კალაპოტით მიედინებოდა. ყველაფერი ძველებურად იყო. მივეჩვიე კიდეც. ყოველ დილით, გემრიელი საუზმე ნათიასთან ერთად. ყოველ საღამო, ფანჯარაზე კრული მოლოდინი. ათასჯერ დათვლილი თითოეული საფეხური და მრავალჯერ აჩქარებული პულსაცია.
ჩვეული რუტინა.
მაგრამ ერთ დღესაც, წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, სამზარეულოში შესულს, ნათიამ თავისი და დიმას ქორწილის მოსაწვევი, რომ დამიდო და გაწითლდა. ორ კვირაში ქორწინდებოდნენ, დიმას მეტის მოცდა აღარ უნდოდა. ჩემმა კივილმა მთელი სახლი გააყრუა. ნათია შეხტა. სამზარეულოში გულგახეთქილი ნიკა შემოვარდა, რომ გაიგო არაფერი მჭირდა და სიხარულისგან და აღტაცებისგან ვკიოდი: „ერთხელაც გულს გამიხეთქავო“ – ჩაილაპარაკა, ნათიას გულით მიულოცა და გავიდა.
– როდის გადაწყვიტეთ? ამას მიმალავდით? ვერ დავიჯერებ, დიმამ როგორ შეძლო ამდენხანს?.. როგორ არ გასკდა უთქმელობისგან? – ხმის ამოღებაც არ ვაცადე, ისე მივაყარე.
– მე ვთხოვე, შენთვის პირადად უნდა მეთქვა. – უხერხულობისგან სად წასულიყო აღარ იცოდა.
– ვგიჟდები თქვენზე, ორივეზე.
აჟიტირებული ვიყავი, თითქოს მე ვთხოვდებოდი. ჩემი ქორწილისთვის არ მიმინიჭებია ამდენი მნიშვნელობა. თუმცა ეს გასაგებიცაა.
ულამაზეს პატარძალი იყო. ნაზი და ჰაეროვანი. მათი ქორწილის დღე თითქმის სულ ცრემლიანმა გავატარე. როდიდან გავხდი ასეთი გულჩვილი?
– თინი, გეყოფა, თორემ მეც ვიტირებ. – მამშვიდებდა ნათია და ლამის მართლა ატირებულიყო.
– წილოსანი არ გაპატიებ, ჩემს ცოლს, მაკიაჟი რომ გაუფუჭო. – თითს მიქნევდა დიმა და სიტყვას „ცოლი“ განსაკუთრებულად ხაზგასმით წარმოთქვამდა.
რა თქმა უნდა პირველი ცეკვა ნეფე-დედოფლის იყო. რას იცეკვებდნენ, თუ არა არგენტინულ ტანგოს. ყველა სტუმარს გადასდეს თავიანთი კარგი განწყობა, ყველას გაუნაწილეს თავიანთი წილი ბედნიერება. მე და ნიკამც ვიცეკვეთ, უხმოდ. მაინც ავატირე ნათია. ემოციური გამომივიდა მათი სადღეგრძელო
– ნათი, ჩემო იმედის სხივო, ყელაფერ საუკეთესოს იმსახურებ. ვიცი, დიმა ის ადამიანია, რომელიც გაგაბედნიერებს. არასოდეს გაწყენინებს და იცხოვრებს იმისთვის, რომ შენს ლამაზ სახეზე მუდმივად ღიმილს ხედავდეს. შენ კი ჩემო ანგელოზო, შენ იქნები ის ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში ბედნიერებას მოუტანს. ადამიანი, რომელიც თავისი უმანკო მზრუნველობით შეძლებს, ეს დიდი ბავშვი სწორი მიმართულებით ატაროს. გზა გაუკვალოს და თვალდახუჭული გაჰყვეს, თუნდაც ქვეყნის დასალიერს. გაგიმარჯოთ და მე თქვენში მიყვარს „თქვენ“, უკვე ერთი მთლიანობა. მომეცით პირობა, რომ ბედნიერები იქნებით.
გამომშვიდობებისას ვიტირე, ვინ იცის მერამდენედ.
– თინი, ვერ წარმომიდგენია, რომ ყოველ დილით ვეღარ გნახავ და ვეღარ ვიჭორავებთ სადილად. ჯერ კიდევ ვერ ვეგუები.
– რას ჰქვია ვერ ეგუები?! – წარბები აწკიპა დიმამ. – აწი შენი საუზმე, სადილი და ვახშამი მხოლოდ მე მეკუთვნის და თუ ქალბატონ თინის მოენატრები, მოვა და გნახავს ხოლმე, სხვა კუნძულზე კი არ მიმყავხარ საცხოვრებლად.
იმავე საღამოს გავაცილეთ პრაღაში, საქორწინო მოგზაურობაში. აეროპორტშიც ბევრი ემოცია იყო. ცრემლებიც, სიხარულიც, ბედნიერებაც  და უკვე მონატრებაც. სახლში ემოციებისგან დაღლილი დავბრუნდი და ძალიან მალე ჩამეძინა.




****
მეორე დღეს ცუდ გუნებაზე, დამძიმებული გულით გამეღვიძა. ყველაფერი ნათიას არყოფნას მივაწერე. რას წარმოვიდგენდი რა მელოდა?! იმ დღის გახსენება დღემდე მიჭირს.
ნიკა ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნდა სახლში. სახეზე ადამიანის ფერი არ ედო. კანკალმა ამიტანა. ქვენობიერად ვხვდებოდი, რომ ძალიან მეტკინებოდა.
– რა მოხდა? – ჩემი ხმა მე თვითონ მეუცნაურა.
– თინი, დაჯექი.
– რა მოხდა? – პანიკა მეტყობოდა ხმაში.
– რას არ მივცემდი, ოღონდ ახლა... – ხმა ჩაუწყდა.
– რა ხდება? მიპასუხე! – უკვე ვყვიროდი.
– ერთად მოდიოდნენ მანქანით... გზა სველი იყო და... – არ უხსენებია, მაგრამ მივხვდი,  ჩემს მშობლებზე ლაპარაკობდა.  ყურებზე ხელი ავიფარე.
– არ გაბედო! არ თქვა. არაფრის გაგონება არ მინდა. – ისტერიკამდე მივდიოდი.
– დაწყნარდი, გთხოვ თინი. თავი ხელში აიყვანე. 
არაფერი მესმოდა, ვერაფერს ვგრძნობდი. გონება დავკარგე.
თვალი, რომ გავახილე ჩემს ოთახში ვიწექი და თავზე ექიმი მედგა. ნიკა საწოლის მეორე მხარეს იდგა და ორივე ხელს თმებზე ნერვიულად ისვამდა.
– დამამშვიდებელი გავუკეთე. სიმშვიდე ჭირდება. ძლერი სტრესი მიიღო – რეცეპტი გაუწოდა – უნდა გამაგრდე, შვილო – ახლა მე მომიბრუნდა. – ნერვიულობით საქმეს არ ეშველება. რას იზამ, ეს კანონზომიერებაა. მშობლები შვილებმა უნდა დაიტირონ. საშინელება ისაა, შვილს რომ დასტირი.
ნიკამ გააცილა და მალევე ამობრუნდა. საწოლზე ვიწექი და თვალი ერთ წერტილისთვის გამეშტერებინა. წამოსულმა ცრემლმა საფეთქელისკენ გაიკვალა გზა და ბალიშზე დაეცა. საწოლზე მეორე მხრიდან ფეხმოკეცილი ჩამოჯდა და ხელი ხელზე გაუბედავდ დამადო. ნაცნობი, მონატრებული სიმხურვალე ვიგრძენი.
– სიცოცხლესაც არ დავიშურებდი, ოღონდ ასეთს არ გიყურებდე. – ჩემი ხელი აიღო და ძალიან ნაზად მაკოცა თითებზე.
– რა დავაშავე, ღმერთი ასე რომ მსჯის? – ჩავიჩურჩულე.
– შენ არაფერი, თინი. ყველამ დავაშავეთ შენთან, შენ არაფერი.
თვალები დავხუჭე. დამამშვიდებელი მოქმედებდა.
– ძილი ნებისა... – საფეთქელთან მაკოცა და წამოსადგომად მოემზადა.
ხელი მოვუჭირე, არ გავუშვი.
– დარჩი, გთხოვ, დღეს არ დამტოვო მარტო – დავიჩურჩულე.
გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. არ ელოდა. ფეხზე გაიხადა და გადასაფარებელზე ზევიდან დაწვა. ახლოს მივიჩოჩე, თავი მკერდზე დავადე და თვალები მივლულე. ცოტა დავმშვიდდი და ჩამეძინა.



****
მერე იყო აუტანელი ფორმალობა, დაკრძალვის ორგანიზება, უწყვეტი ნაკადი ხალხისა, მოსამძიმრება.
– ეჰ, რა მშობლები დაკარგე, შვილო. – სინანულით ჩაქნეული ხელი.
გაქვავებული ვიჯექი. ერთი ცრემლიც ვერ გადმოვაგდე. ვერ ვიტირე. არადა როგორ მინდოდა ყელში გაჩხერილი სევდა ამომეყოლებინა, გავთავისუფლებულიყავი. ვერ შევძელი. საერთოდ ცოტა რამ მახსოვს იმ დღეებიდან, ალბათ ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია იყო. ზედმეტი ტკივილისგან უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი. ნიკას ნათიასთან და დიმასთან დარეკვა ავუკრძალე. არ მინდოდა თაფლობის თვე ჩამეშხამებინა. ვიღაც მაინც იყო ბედნიერი.
დაკრძალვის მერე სასაფლაოდან ვბრუნდებოდით. ძალიან ცუდად ვიყავი და ნიკამ მძღოლს ჩემი სახლში წაყვანა სთხოვა. თვითონ ჯერ ვერ წამოვიდოდა. ორგანიზებას უკეთებდა ყველაფერს. სახლს რომ მივუახლოვდით, ჭიშკართან გიგა დავინახე. ძალიან გამიკვირდა, არც პანაშვიდებზე ყოფილა და არც დაკრძალვაზე შემინიშნავს. მანქანა გავაჩერებინე და გადმოვედი. ჩემსკენ წამოვიდა და გადამეხვია.
– ვიზიარებ, თინი, ხომ იცი, როგორ მიყვარდნენ.
არც კი ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა.
– როგორი გამხდარი ხარ. რა დღეში ხარ. ყველაფერი „იმის“ ბრალია.
– მადლობა, გიგა, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ და ფეხზე დგომა მიჭირს. – აშკარად გავღიზიანდი ნიკას ცუდად ხსენებაზე. – შევალ სახლში, მაპატიე.  – შევბრუნდი.
– მოგიყვა რა იყო ავარიის მიზეზი? – თითქმის კარებამდე მისულს მომაძახა.
ერთ ადგილზე გავშეშდი. ვერც სახლში შევედი, ვერც მობრუნება გავბედე. მეშინოდა ისეთი რამ არ ეთქვა, რაც გამანადგურებდა.  არ დამინდო...
– საჭესთან ნანა დეიდა იჯდა. შალვა ნასვამი იყო. ბოლო დროს დედაშენი ვერ პატიობდა შენს ამბავს. ხეს შეასკდნენ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შეჯახება დამუხრუჭების გარეშე მოხდა. დედაშენმა ეს სპეციალურად გააკეთა. აი, სადამდე მიგიყვანა შენმა ანგელოზმა ქმარმა.
ყურებზე ხელი ავიფარე და ძლივს გადავდგი ნაბიჯი. აღარ მახსოვს როგორ შევედი სახლში. დივანზე ჩამოვჯექი და ერთ წერტილს გავუშტერე თვალი.
ნიკა რამდენიმე საათის მერე მოვიდა. ასე გაუნძრევლად ვიჯექი.
– თინი, აქ რატომ ზიხარ? დაწოლილიყავი.
– რა იყო ავარიის მიზეზი? – არ გავნძრეულვარ ისე ვკითხე.
ხელი ნერვიულად მოისვა სახეზე. არაფერი მიპასუხა. არც იყო საჭირო. ისედაც მივხვდი.
– კმაყოფილი ხარ? ახლა დამშვიდებულია შენი სინდისი? იზეიმა სამართლიანობამ? – ნელ-ნელა ხმას ვუწევდი. – როგორ მძულხარ, ვერც კი წარმოიდგენ. სული მეხუთება შენთან ერთად, ერთ ოთახში რომ ვარ. მომილოცავს, შენ გაიმარჯვე, მე აღარ ვარსებობ. თინი წილოსანი მოკვდა. – ბოლო სიტყვები ჩურჩულით წარმოვთქვი. ნიკა ხელებჩამოყრილი იდგა და არც მეწინააღმდეგებოდა. უჩემოდაც იდანაშაულედა თავს..
ფეხზე წამოვდექი, მაგრამ იმდენად სუსტად ვიყავი, რომ წავბარბაცდი. ნიკა რომ არა წავიქცეოდი. თავის ძლიერი ხელებით ამიტაცა და ზევით წამიყვანა, ოთახისაკენ. საწოლზე დამაწვინა და დამამშვიდებელი გამიკეთა. არც შევწინააღმდეგებულვარ, ჩემთვის უკვე ყველაფერი სულ ერთი იყო.


****
დილით დამძიმებულმა გავიღვიძე. მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა. დამამშვიდებლების ბრალი იყო. შხაპი მივიღე და ფანჯარასთან მიდგმულ სკამზე ფეხმორთხმით დავჯექი. ოთახში ნიკა შემოვიდა. დაღლილი სახე ჰქონდა, ეტყობა მთელი ღამე არ ეძინა.
–გაემზადე, მივდივართ. – ხმაც შეცვლილი ჰქონდა.
უსიტყვოდ წამოვდექი.
–არც კი მკითხავ სად მივდივართ?
–ჩემთვის სულ ერთია, თუნდაც ჯოჯოხეთში.
სოფელში წამიყვანა, ბებიამისთან.
მხნედ გამოიყურებოდა მოხუცი. თბილი გამომეტყველება და სევდიანი თვალები ჰქონდა. ასეთი დამამახსოვრდა მარიამ ბებია. როგორ გაუხარდა?! მთელი სახე და გულმკერდი დაუკოცნა შვილიშვილს. მეც მომინდა ასეთი ახლობელი ადამიანი მყოლოდა გვერდით. რაღაცით ბებიაჩემს მივამსგავსე. ნიკას ალერსით, რომ იჯერა გული, ჩემსკენ წამოვიდა.
–დედა, როგორც იქნა მეღირსა ამ ანგელოზივით ბოვშის ნახვა. – გულში ჩამიკრა. – მაპატიე შვილო, ვერ ჩამევედი ქორწილში, ვერ შევძელი. აპატიე თუ შეგიძლია გამოშტერებულ მოხუცს. – უკვე ვტიროდი და ისე ვეკვროდი გულში. – სუ, ბებია, სუ. მეწყინა ნამეტანი შენი მშობლების ამბავი. ძნელია ახლობელი ადამიანების დაკარგვა. მაგის მეტი რა ვიცი, მარა გოუძელი და მერე ასე ძნელი აღარ იქნება. ტკივილი არ მოშუშდება, მარა ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ისწავლი.
სახლში შეგვიძღვა. აღარ ვტიროდი. მის მხნეობას, რომ ვუყურებდი, მეც მემატებოდა ძალა. არ დამიჯერებთ, მაგრამ მშობლების სიკვდილის შემდეგ, პირველად ვჭამე საჭმელი.
– როგორ გამახარე, ჩემო ბიჭო, რომ იცოდე, დარჩებით ხომ ერთხანს? – ნიკას მიუბრუნდა.
– თინის დაგიტოვებ, მარო, მე ერთი თვით გერმანიაში მივდივარ. სამსახურის საქმეებზე. მიმიხედე შენ რომ იცი ისე. – თავზე აკოცა მოხუცებულს და ჩუმად გამომხედა. რეაქციას აკვირდებოდა.
– კი, დედა, კი. ცივ ნიავს არ მივაკარებ. – აღფრთოვანებას ვერ მალავდა. უკვე მიყვარდა ეს ქალი.
რა ვიგრძენი? გული ჩამწყდა. არ ვიცი რატომ. ახლა ვხვდები, მაშინ არ მინდოდა აღიარება.
კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ მე და მარო ბებიამ. სახლი დამათვალიერებინა. მთელი ეზო შემომატარა. უამრავ პირუტყვს და ფრინველს უვლიდა. ახლად გამოჩეკილი წიწილების სანახავად წამიყვანა. ღუნღულა ყვითელი არსება ავიყვანე ხელში და გამეღიმა, ისეთი უსუსრი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ სულ რაღაც ერთი დღე იყო, რაც ჩამოსული ვიყავი და უკვე ვიღიმოდი. იმედის სხივი გაკრთა. გული ისევ მტკიოდა, მაგრამ უკვე ვუმკლავდებოდი. მოხუცებულის შემხედვარე, რომელმაც ჩემზე გაცილებით მეტი დაკარგა, აქეთ მამხნევებდა და სიცოცხლის უნარს მიბრუნებდა. პირველივე დღეს უკვე მთელი გულით მიყვარდა ეს ჩია მოხუცი.
დასაძინებლად წავედი. ზედა სართულზე გაეშალა ჩვენთვის. არ მეძინებოდა, აივანზე დავრჩი სარწეველა სკამზე და ჰორიზონტს გავუშტერე თვალი. გავიგე როგორ ამოვიდა კიბეზე ნიკა. აივანზე რომ დამინახა – „გაცივდებიო“ მითხრა და ოთახიდან გამოტანილი პლედი მომახურა. ჩემს წინ სკამზე ჩამოჯდა, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და დაიწყო:
– როგორც მაროს უკვე ვუთხარი, ხვალ მივდივარ.
„ხვალ? ასე მალე?“ – ჩემი ქვეცნობიერი.
– ერთი თვით მივდივარ. – განაგრძო ისევ. – შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ მიჭირის ასეთ დღეში, რომ გტოვებ, მაგრამ ვიცი, ახლა შენთვის საუკეთესო მაროსთან ყოფნაა, მარტო მას შეუძლია ეს ტკივილი გადაგატანინოს. ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი 30 დღე იქნება ეს, მაგრამ თავისუფლებას გაძლევ, იფიქრე და გადაწყვიტე.  – თავი დახარა და ხმა გაებზარა. – ზუსტად 30 დღეში თბილისში, „ჩვენს“ სახლში დაგელოდები, თუ გადაწყვეტ და არ მოხვალ, გაგიშვებ, აღარ მოგძებნი. როგორც მაშინ შეგპირდი. სიკვდილის ტოლფასი იქნება, მაგრამ შენი გულისთვის შევძლებ. გავუძლებ. ოღონდ ვიცოდე, რომ კარგად იქნები. – წამოდგა. აივნის მოაჯირთან მივიდა და ორივე ხელით დაეყრდნო. ცოტა ხანში ძალა მოიკრიბა და გააგრძელა. – პირველად, რომ გნახე, შემართულ იარაღს რომ გადაუდექი წინ, მაშინ ვიგრძენი რაღაც უჩვეულო და გაურკვეველი. იმიტომ წამოგიყვანე იქიდან. მაშინ ეს შურისძიების გეგემად მოვნათლე, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ შენგან შორს ყოფნა არ მინდოდა. ამას ახლა ვაცნობიერებ, თორე მაშინ ვერ ვხვდებოდი. თითოეული შენი შეშინებული სახე, ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო და თავს უფრო ცუდად ვგრძნობდი. ეს მაცოფებდა და მაიძულებდა კიდევ უფრო დიდი სისულელე ჩამედინა. შენი ცოლად მოყვანის მიზეზი, არასდროს ყოფილა პრესისთვის თვალის ახვევა. არასდროს მაინტერესებდა, სხვა რას იტყოდა ჩემზე.  მინდოდა დამესაკუთრებინე, როგორმე დამემარცხებინა შენი დაკარგვის შიში, რომელიც შიგნიდან მჭამდა და მოსვენებას არ მაძლევდა. გული საშინლად მეტკინა, ნიშნობის ბეჭდის გაკეთება, რომ ვერ შეძელი. მაშინ უკვე გაღმერთებდი და საკუთარ თავსაც ვეღარ ვუმალავდი ამას. თითოეულ შენს შეხებაზე პატარა ბიჭივით ვთრთოდი. ყველაზე უჩვეულო გრძნობა იყო ჩემთვის, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო. სახლიდან რომ გაიქეცი, პირველად მაშინ ვიგრძენი შენი დაკარგვის შიში. სანამ უკან დაგაბრუნეს, ერთი სიკვდილი გავათავე. გულში ეკალივით მესობოდა თითოეული ნათქვამი სიტყვა. შენ არ იცი რად დამიჯდა, მაშინ იარაღი რომ დაგიდე მაგიდაზე. გარეგნულად სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, მაგრამ ერთი ნაბიჯიც რომ გადმოგედგა, დაგასწრებდი და მე თვითონ დავიხლიდი ტყვიას. პირველად, რომ მაკოცე... – გაეღიმა და შემობრუნდა. – მოულოდნელობისგან და სიამოვნებისგან ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა და სავარძელი რომ არა, ალბათ ავსაც ვერ შევიმაგრებდი. ძალიან დიდი ხანი მახსოვდა შენი თბილი ბაგეების გემო. ვხვდებოდი, რომ ეს მხოლოდ დედაშენისთვის გააკეთე, მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისი იყო, ისიც კი მაკმაყოფილებდა, რომ საერთოდ ჩემი კოცნა შეძელი. ჩვენი ქორწილის დღეს ულამაზესი იყავი. თითოეული წამი მახსოვს ჩვენი ჯვრისწერისა. რამდენჯერ წარმოვიდგინე, რომ ბოლო წუთს უარს იტყოდი და წახვიდოდი. სიკვდილზე მეტად მეშნოდა ამის. ვგრძნობდი არ გიმსახურებდი, მაგრამ ეგოისტი ვიყავი და ვერ გთმობდი. იმ ღამეს შენი ცრემლები, რომ დავინახე, საკუთარი თავი შემზიზღდა. ჩემი ალერსისგან ტიროდი. იცი რას ნიშნავდა ეს ჩემთვის? იქვე მოვკვდი. ვეღარ ავიტანე შენი ასეთი მდგომარეობა და წავედი. უმისამართოდ დავბოდიალობდი, სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. რომ დამირეკეს და მითხრეს მოიტაცესო, გეფიცები 20 წამი სუნთქვა შევწყვიტე. უსასრულოდ გაიწელა დრო სანამ გიპოვიდი და დავრწმუნდებდი, რომ კარგად იყავი. იდექი საქორწინო კაბით და თავს მაკარგვინებდი. იმ სიტუაციაშიც კი ერთი სურვილი მკლავდა, მოგხვეოდი და მოგფერებოდი. შენი ნასროლი ტყვია, შიგ გულში მომხვდა, შენ მე მესროლე. იმის გაფიქრებაც რომ ჩემი სიკვდილი გინდოდა, გონებას მიხშობდა. შუა დარბაზში, იატაკზე ჩამჯდარი და გაოგნებული, რომ დაგინახე გული მომეწურა. პატარა გზააბნეული ბავშვივით არ იცოდი რა გექნა. განიცდიდი. მანქანაში ჩემს მკერდზე ვგრძნობდი შენს პატარა თავს და მზად ვიყავი მთელი ცხოვრება ასე მევლო. იმ საღამოს, რომ დავინახე გიგა, როგორ გეხუტებოდა, ისევ დამებინდა გონება. შენ უნდა გიმადლოდეს დღეს ცოცხალი, რომ დადის, მაგრამ აუტანელ ეჭვიანობას ვერაფერი მოვუხერხე. გეხვეოდა, ისე როგორც ჩახუტების უფლება, მხოლოდ მე მქონდა. დავლიე. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე. იმ საღამოს გახსენება დღემდე მიჭირს. სახლში დაბრუნებულმა ისევ მისი სახელი, რომ გავიგე ჭკუიდან გადავედი. არ შემეძლო თუნდაც შენი ამონასუნთქი ჰაერი, სხვისთვის გამეყო. მარტო მე მეკუთვნოდი, დაგისაკუთრე. ის რაც მაშინ გავაკეთე. – გაჩუმდა, რამდენიმე წუთი ხმას არ იღებდა. მივხვდი ხმის დამორჩილებას ცდილობდა. – საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ. შენი თვალები მთელი ცხოვრება სასჯელად გამყვება. მტკიოდა შენზე ათჯერ მეტად და დღემდე მტკივა. ერთი ბეწოთიც არ შემსუბუქებულა ეს ტკივილი და ვერც ვერასდროს შემცირდება. ვერიდებოდი შენთან შეხვედრას. ამითი საკუთარ თავს ვისჯიდი და შენ გაძლევდი თამამდ სუნთქვის საშუალებას. დალურჯებული მკლავები მთელი ჩემი ცხორების სასჯელი იქნება. ჩემი მეორე დიდ შეცდომა ის იყო, როცა ვიფიქრე, რომ ვინმეს შეეძლო უშენობით გამოწვეული ტკივილი შეემსუბუქებინა. თინი, არ არსებობს ადამიანი, რომელიც უშენობას გადამატანინებს. კიდევ ერთხელ გატკინე, კიდევ ერთხელ შეგილახე თავმოყვარეობა. არ გიმსახურებდი, მაგრამ ეგოისტი ვიყავი და ვერ გთმობდი. ტელეფონის მეორე მხარე მესმოდა შენი გულისცემა და თავი კიდევ უფრო მძულდა. მთელი დღე რომ არ გამოჩნდი, შემეშინდა, დაგირეკე. ძლივს მიპასუხეს ტელეფონზე, მაგრამ შენ არ იყავი, ბიჭმა მიპასუხა. მაშინ გავიაზრე რას გრძნობდი. კინაღამ ჭკუიდან გადავედი, მეგონა სამაგიერო ასე სასტკად გადამიხადე, მაგრამ ბარმენი აღმოჩნდა, რომელსაც ეტყობა, კარგა გვარიანად შეუჭამე ტვინი და სიხარულით მიკარნახა მისამართი. აქაც შევცდი, აქაც მაჯობე. ჩემი წყობიდან გამოყვანა ყოველთვის გეხერხებოდა. იმ ერთმა სიტყვამ ბოლო მომიღო. მთხოვე ის რაც აქამდე არასოდეს გითხოვია. გაშვება მთხოვე. აუტანელი იყო. მივხვდი, რომ სულიერად განადგურებდი, გამოგფიტე და ვიგრძენი რომ ვეღარ უძლებდი. მაშინ პირობა მოგეცი, ყველაზე რთული პირობა მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. შენი მშობლების ამბავი, რომ გამაგებინეს. შენს თავს ვფიცავარ, მერჩივნა მე ვყოფილიყავი მათ ადგილას, ოღონდ შენი ტანჯვისთვის არ მეყურებინა. ვერ გითხარი ნამდვილი მიზეზი. მეშინოდა... ამის მეშინოდა, პირობის შესრულება და შენი გაშვება, რომ მომიწევდა, იმის მეშინოდა, მაგრამ ვერ გავექეცი. შენი გულისთვის მოვიკრებ ძალას და გათავისუფლებ. გითხრა მიყვარხარ, ნიშნავს არაფერი გითხრა. გიშვებ მხოლოდ იმიტომ, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. შენთან ჭიდილში ჩემი ეგოიზმიც კი დამარცხდა. გიშვებ, იმ იმედით, რომ ოდესმე მაპატიებ ყველაფერს. ზუსტად 30 დღის მერე „ჩვენს“ სახლში დაგელოდები, მანამ სანამ არ მოხვალ. არ დავიღლები... შენს თავს ვფიცავარ მთელი ცხოვრება დაგელოდები და იმ იმედით ვიარსებებ, რომ ერთხელაც მოხვალ და სიცოცხლის უფლებას დამიბრუნებ. – ჩემს წინ იჯდა და ორივე ხელი თავის ტორებში მოექცია. ძალიან ნაზად მაკოცა თითებზე და სასიამოვნოდ დავლილი ჟრუანტელით დამტოვა.
ეს მონოლოგი სწორედ ის იყო, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა. თავის სულში ჩამახედა. ის ნიკუშა დამანახა, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა. მე მაშინვე ვიცოდი, რომ 30 დღის მერე, იქ „ჩვენს“ სახლში აუცილებლად დაველოდებოდი. უბრალოდ მაშინ საკუთარ თავსაც კი არ გამოვუტყდი ამაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები