ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2016


ჩემი პოეტური ფარნასი


ძაღლი ჰყეფს და ქარავანი მიდის,
იცრიცება ლანდი  გადამზიდის
და არავის ჰყოფნის ეშმაკობა,
ერთხელ მაინც შეეკითხოს ქოფაკს,
რა აყეფებს ისე გახელებით,
რომ ფრთხებიან მუდამ მნახველები.
- გაიყოლონ, სურვილი აქვს დიდი;
ნახვა უნდა, თურმე, პირამიდის.
ძაღლი ჰყეფს და ქარავანი მიდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები