ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2016


ელენე

შენ სილამაზე ღმერთმა გიბოძა,
შვლის ნუკრს მიგიგავს ორივე თვალი,
შენ რომ ენახე ნიკო ფიროსმანს -
მწამს, იქნებოდა უღვინოდ მთვრალი.

ხარ უმანკო და ნაზი შველივით,
გხიბლავს ნათება მზისა და მთვარის,
მიიღე ლექსი - როგორც წერილი,
ჩვენი ქალაქის სინათლევ თვალის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები