ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2016


* * *



’’ჩემი და თეთრი თოვლის ქალია“.

    ალექსანდრე საჯაია


შენი და თუკი თოვლის ქალია,
ანგელოზის აქვს ჩემ დას თვალები.
მოყვასისათვის მუდამ სცალია,
სიტყვის უთქმელად ვენაცვალები.

შენი და თუკი თოვლის ქალია,
ჩემ დისთვის რეკენ ცისკრის ზარები.
ის სიყვარულით ახლაც მთვრალია,
მიყვარს... ვუყვარვარ... სულ ვეყვარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები