ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
30 ნოემბერი, 2016


* * *

სუსხიან ღამეთა ნუსხაა. დიდი, მორიგი და უსაშველო,
სიზმრები წამწამებს უსხედან, თითქოს ოცნებაზე გავაშვილე.
სიზმრები ოცნებას უხმობენ, რომელიც შენ უნდა გბადებდეს,
როცა სხვას ვენახი უხმება, შენ მათრობ და როგორც ადესა,
გვიან მეკიდები და ვიდრე, ძილამდე ამ სხეულს მივათრევ,
ღამეებს უფალთან ვავედრებ, მერე კი, როდესაც ინათებს,
ვშორდები სიზმრის და ოცნების, ვნების და სიგიჟის სათავეს,
სიზმრადვე დავტოვე ლოცვები, სიმშვიდე და სისადავე.
გათავდა სუსხიან ღამეთა ეს ნუსხაც ჩვეული, მორიგი;
გშორდები, გშორდები, რამეთუ, აპრილმა დღეები მორეკა,
თბილი და ნოტიო. შარშანწინ, როგორიც მორეკა ისეთი.
მინდა, რომ ჰამაკზე გადავწვე, ვიკითხო ლორკა და მივენდო,
მისეულ სტრიქონებს, გრანადას, ხერესის სურნელით გალეშილს,
მზე კი საღრუბლეთში გადადის, ვრჩები პოეზიის გარეშე,
სიზმრები წამწამებს უსხედან, სიზმრები ოცნებას უხმობენ,
გათეულ ღამეთა ნუსხიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები