ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2016


ირინე

ირინოლა - ირინე
შენი გულის ჭირიმე,
ვმღერი... შენთვის ვმღერი და
ვსტირი... შენთვის ვსტირი მე.

ირინოლა - ირინე
მაგ თვალების ჭირიმე,
სიზმრად გნახე წუხელის,
მინდვრად კრეფდი გვირილებს.

დედაჩემის სეხნიავ -
შენ მიშუშებ ტკივილებს,
ჰოდა, გულიც უმღერის
შენს დაკოცნილ გვირილებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები