ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
2 დეკემბერი, 2016


სხვისი ცოდვებისთვის (9)

****
თვალები გავახილე. ჩემს ოთახში ვიწექი. თმა სველი მქონდა და შიშველს საბანი და თბილი ადიელა საგულდაბულოდ მქონდა ამოკეცილი. ოთახს თვალი მოვავლე. არავინ იყო. ყელი საშინლად მტკიოდა. წამოდგომა ვცადე, მაგრამ გამიჭირდა. მაინც ავდექი და იქვე სკამზე გადაკიდებულ ხალათს დავწვდი. შემოვიცვი და ოთახიდან გავედი. დაბლიდან საუბრის ხმა მომესმა. ფეხებში ძალა წამერთვა, ნაცნობი და სანატრელი ხმა, რომ გავიგე. რამდენიმე კიბე ჩავიარე და ერთ-ერთ საფეხურზე ჩამოვჯექი. კიბის მოაჯირს მივაყრდენი თავი, გული რომ არ წამსვლოდა. მარტო კი არ მესმოდა, ნათლად ვხედავდი, ის იყო... საღსალამათი იდგა და დიმას ყვირილს უსმენდა.
– რას ჰქვია არ იცოდი, თუ მკვდარი გვეგონე?! წერეთელი, შენ იცი რა გადავიტანეთ? ცოცხლად დაგვმარხე ყველა, იმ გოგოზე აღარაფერს ვამბობ. ბიჭო, თავს იკლავდა. რომ არ მიგესწრო და არ ამოგეყვანა, ხვდები რა მოხდებოდა? – ვერც ერთი მხედავდა. სამაგიეროდ მე ვხედავდი და ადგილიდან განძრევას ვერ ვახერხებდი. ის იყო, ჩემი ნიკა იყო. რამდენიმე ნაბიჯი და შევძლებდი შევხებოდი, შვეძლებდი ჩავხუტებოდი. ჩემგან რამდენიმე მეტრში ჩემი ცხოვრების აზრი იდგა.
– დიმა, ცუდად ვიყავი. საერთოდ ვერ წარმოვიდგინე, ჩემი თვითმფრინავი თუ ჩამოვარდა. დამიჯერე, მაშინ ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებდა.
– კიდევ კარგი, საცოდავ მაროს არ გავაგებინეთ, გული გაუსკდებოდა ქალს. – არ ცხრებოდა დიმა.
მეტი ვეღარ შევძელი. წამოვხტი. ორივემ თავი ჩემსკენ მოატრიალა. ვერ აღგიწერთ რა ხდებოდა ჩემს გულში. თვალებიდან ცრემლი ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა, გული ყელში მებჯინებოდა. წარმოუდგენლად ემოციური იყო ეს ბოლო დღეები ჩემს ცხოვრებაში. ვეღარ გავუძელი. ჩემსკენ წამოსული ნიკა რომ დავინახე, მივბრუნდი და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი. ვერ გეტყვით ასე რატომ მოვიქეცი. წესით უნდა გავქცეულიყავი, კისერზე ჩამოვკიდებოდი და აღარსად გამეშვა. გეფიცებით მინდოდა, ყველაზე მეტად ის მინდოდა შევხებოდი და დავრწმუნებულიყავი, რომ რეალობა იყო და არა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი, მაგრამ ისტერიკა მქონდა და თვითონაც ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი.
კარი მივიხურე და ოთახის სიღრმეში წინ და უკან ნერვიულად დავიწყე სიარული. კარი კი არ გააღო, შემოგლიჯა.
– თინი... – ღმერთო რა უსაშველოდ მიყვარდა ეს კაცი.
წინ ავესვეტე და გამეტებით დავუშინე მუშტები მკერდში.
– ვერ გიტან, ნეტა იცოდე, როგორ მძულხარ, – ბოლო ხმაზე გავყვიროდი.
გაუნძრევლად იდგა და თვალს არ მაშორებდა. მთელი ძალით გავარტყი სახეში. ორივე ხელი დამიჭირა და კედელს ისე ამაკრა, რომ ჩემი ხელები თავისი ტორებით, თავს ზემოთ კედელზე ჰქონდა გაკავებული.
– როგორ მენატრებოდი... – ცხვირით გამეხახუნა ლოყაზე. სუნთქვა გამიხშირდა, ფეხებში ძალა წამერთვა და კინაღამ იატაკზე გავიშხლართე. სწრაფად გაუშვა ხელები ჩემს ხელებს და წელზე მომხვია. მკლავები უღონდ ჩამომიცვივდა. ძლივს მოვიკრიბე ძალა და ორივე ხელით მისი სახის ნაკვთების შესწავლა დავიწყე.
– გთხოვ, აღარ გაბედო ჩემი მიტოვება. – ვჩურჩულებდი და ტანში ასე ნაცნობი და მონატრებული ჟრუანტელი მივლიდა.
სუნთქვა გაუხშირდა. ჯერ ლოყაზე ვიგრძენი მისი ცხელი ტუჩები მერე ყელზე, ბოლოს ტუჩები მოძებნა. ძალიან ფრთხილი იყო, თითოეულ მოძრაობას აკონტროლებდა, თითქოს ნიადაგს ამოწმებდა, მივცემდი თუ არა მოფერების უფლებას. სიამოვნების ჟრუანტელმა წვრილ წერტილებად დამიარა მთელ სხეულში. ორივე ხელი თმებში შევუცურე და კოცნაში ავყევი. ვიგრძენი, როგორ გაუხურდა სხეული და სიამოვნების ოხვრა აღმოხდა. ხელები მისი პერანგის ღილებისკენ წავიღე და გაუბედავად დავიწყე გახსნა. ჩემი თავისგან თვითონ მიკვირდა, მაგრამ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ერთადერთი რაც მინდოდა მთელი სხეულით შემეგრძნო. ვიგრძენი, როგორ გააჟრჟოლა, შიშველ მკერდზე ჩემი ხელები, რომ იგრძნო.
– თავს მაკარგვინებ, თინი. – ამოიხრიალა და ჩემი ხალათის ქამარს წაეტანა. არ შემიჩერებია. მისი პერანგის ღილები უკვე ბოლომდე მქონდა გახსნილი. ერთი ხელის მოსმით ძირს ეგდო მისი პერანგიც და ჩემი ხალათიც. სუნთქვაშეკრული მიყურებდა, მის წინ საცვლების ამარა ვიდექი. მთელი გრძნობით მიკოცნიდა ყელს. ნელ-ნელა დაბლა ჩაყვა და მკერდზე გადაინაცვლა. სიამონებით ამოვიკვნესე. ორივე ხელი თეზოებზე ჩააცურა. ცოტა ხანიც და უკვე მის წელზე მქონდა ფეხები შემოხვეული. რამდენიმე წამიც და ჩემი ზედა საცვალიც იატაკზე დაეფინა. საწოლზე გადამაწვინა.
– ჯანდაბა... – ყურთან ვიგრძენი, მისი ათრთოლებული ტუჩები. ვგრძნობდი, ახსოვდა ჩემი ჩალურჯებული სხეული და ზედმეტად ფრთხილი იყო, ზედმეტად ნაზი, მაგრამ მიუხედავად ამისა გაჩერებაც არ შეეძლო. უნდოდა ეს ღამე, ისევე როგორც მისთვის, ჩემთვისაც დაუვიწყარი  ყოფილიყო – თუ არ გინდა მითხარი და გავჩერდები. – უკანასკნელად ცადა დარწმუნებულიყო, იმაში, რომ ეს მეც მინდოდა.
საპასუხოდ მისი ყურის ბიბილოს წავეტანე, ხელები, მაგრად მოვხვიე და მთელი სხეულით ავეკარი მის სხეულს.
– მეც მიყვარხარ... – მიჩურჩულა და ხელი ჩემი ქვედა საცვლისკენ წაიღო.
ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არაფერი მენანა, თითოეული უჯრედით შემეგრძნო მისი სხეული და მისგან წამოსული იმპულსებისთვის საკუთარი შემეგებებინა. თითოეული წამი დაუვიწყარი და განუმეორებელი იყო. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა და ამ სიყვარულის დემონსტრირება იყო იმ ღამით. ის ჩემი მეორე ნახევარი იყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თავი სრულყოფილად მხოლოდ მის გვერდთ ვიგრძენი. მაშინაც კი არ მინდოდა გამეშვა ხელი, როცა უკვე გვერდიგვერდ ვიწექით და საკუთარი სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდით. ჩვენ ერთი მთლიაობა ვიყავით.
ხელი მომხვია და მთელი სხეულით ზედ ამიწება.
– როგორ გავძელი ამდენი ხანი უშენოდ?! – საფეთქელზე მაკოცა ნაზად.
თავი მის ყელში ჩავრგე და ძალიან ჩუმად დავიჩურჩულე, მისთვის ასე სანატრელი – „მიყვარხარ“. ხელების მძლავრი შემოხვევით მივხვდი, რომ გაიგო.



****
თავი მის მკერდზე მედო, მის გულისცემს ვისმენდი.
– აეროპორტში ვიყავი და რეგისტრაცია უნდა გამევლო დიმას დავურეკე, გულმა არ მომითმინა, მინდოდა მცოდნოდა ჩამოხვედი თუ არა. რომ მითხრა არ მოსულაო ნახევარი სიცოცხლე მაშინ დავკარგე. თინი, შენ ვერ წარმოიდგენ, რა დამემართა, მაროსთან რომ დავრეკე და სიხარულით მომახარა, დილის შვიდ საათზე წამოვიდაო. აი, მთელი სიცოცხლე მაშინ გავათავე. ვიფიქრე, რომ დაგკარგე. მთელი ერთი თვე იმიტომ ვცოცხლობდი, რომ იმედი მქონდა მალე გნახავდი. თინი უშენოდ ძალიან მიჭირდა, ჰაერი არ მყოფნიდა, უსაშველოდ მენატრებოდი.  – თავზე რამდენჯერმე ნაზად მაკოცა. თავი მოვატრიალე და ჩემს მხარზე მოხვეულ მის ძლიერ ხელს ტუჩები ნაზად მივადე. – რეგისტრაცია გავიარე. თვითმფრინავში ვიჯექი და იმაზე ვფიქრობდი, რა მეშველებოდა მართლა რომ არ დამხვედროდი. ვერც დაგაბრუნებდი. პირობა მქონდა მოცემული. ყველაზე მეტად, იმის მეშინოდა, რომ მაინც მოგძებნიდი და ისევ დაგტანჯავდი. იმიტომ კი არა, რომ ეგრე მინდოდა, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ შევძლებდი. აფრენიდან რამდენიმე წუთით ადრე თვითმფრინავიდან ჩამოვედი.  სიმართლესთან პირისპირ შეხვედრის მეშინოდა. იმის გაცნობიერების შემეშინდა, რომ შეიძლება სამუდამოდ დამეკარგე. – თვალებში ვუყურებდი და საკუთარი ბედნიერების არ მჯეროდა. გარდა იმისა, რომ ცოცხალი იყო და ახლა მის მკერდზე მედო თავი, სწორედ ისეთი ნიკა იყო, როგორიც მიყვარდა – ჩემი ნიკა. – ცხვირზე მაკოცა და უფრო მოხერხებულად მომიქცია მკლავებში.
უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. გვერდით მყავდა ქმარი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. მინდოდა ყველასთვის გამენაწილებინა ჩემი სიხარული. ერთადერთი, რაც გულში ხინჯად მქონდა, ჩემი უშვილობა იყო. მინდოდა სწორი დრო შემერჩია და ნიკასთვის სიმართლე მეთქვა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. არ არსებობდა შესაფერისი დრო.


****
– ნიკა, დამაცადე, კაბა უნდა ჩავიცვა. – ვცდილობ ჩემს მუცელზე შემოხვეული ხელები გავაშვებინო
– ეგ კაბა გახდილი უფრო გიხდება. – არ ჩერდება და ყელიდან ტუჩებს არ მაშორებს.
– ნიკა, დაგვაგვიანდება და რა გაუძლებს დიმას.
– ახლა, დიმა კი არა, შენი ტუჩების იქით ვერაფერს ვხედავ.
– მარტო ტუჩების?
– მაცადე, იქამდეც მივალ. – ხელი უკვე თეძოსკენ მიაქვს.
– უზრდელი ხარ. – კიდევ ერთხელ გავიბრძოლე.
– აღგზნებული უზრდელი. – შემისწორა.  თავისკენ შემატრიალა. მსუბუქად ამიტაცა ხელში და კომოდზე შემომსვა. რამდეიმე სუნამოს ფლაკონი ძირს გადავარდა, მაგრამ ვინ აქცევდა ამას ყურადღებას?! ჩემი ფეხების შუაში მოექცა და ტუჩები ყელიდან მკერდისკენ გააცოცა. ამოვიკვნესე და უკვე მეც ვკარგავდი თავს.
– არის სახლში ვინმე? – მოისმა დაბლიდან დიმას ხმა. – მე დღეს იუბილარი ვარ!.. ხალხო, სად ხართ?
ბუზღუნით მომწყდა ნიკა და დაბლა ჩავიდა. რამდენიმე წამი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად. სახეზე წყალი შევისხი, კაბა ჩავიცვი, მაკიაჟი გავიკეთე და დაბლა ჩავედი.
იმ დღეს დიმას დაბადების დღე იყო. სტუმრები უკვე რესტორანში გველოდნენ. დიმამ ნათიას გაუარა და ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდნენ. მხიარული საღამო იყო. დიმას დაბადების დღე სხვანაირად წარმოუდგენელიც იყო. ვცეკვავდით და ვმხიარულობდით. დიმა გარდა იმისა, რომ თვითონ იყო ყოველთვის კარგ ხასიათზე, საოცარი ნიჭი ჰქონდა, გარშემომყოფებიც გაემხიარულებინა.
– ვიცეკვოთ? – ჩემსკენ გალანტურად დაიხარა ნიკა და ხელი გამომიწოდა.
გავყევი. ხელები კისერზე მოვხვიე, მთელი სხეულთ ავეკარი და ცხვირი მის ყელში ჩავრგე. სასიამოვნო სურნელი ხარბად შევისუნთქე და წყნარად ავყევი მელოდიას. ვგრძნბდი, როგორ უხშირდებოდა სუნთქვა. ტანზე დაყრილი ბუსუსებიც ვიგრძენი და გამეღიმა.
– თინი, მაგ ცხვირს, თუ არ გამოყოფ ახლა ჩემი ყელიდან, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.
საპასუხოდ გავიღიმე, ცხვირის წვერი ოდნავ გავუხახუნე ყელს და ტუჩებით ნაზად შევეხე. აშკარად ვაღიზიანებდი.
– ოხ, თინი, ერთხელაც ბოლოს მომიღებ. – ჩაიღრინა, ხელი დამავლო და დარბაზიდან გამიყვანა.
ღია მხოლოდ ქალების საპირფარეშოს კარები დაგვხვდა. შიგნით შემიყვანა და კარები გადაკეტა. ჩემსკენ წამოვიდა. ხელსაბანის თაროს ავეკარი. ხელებს ჩამოეყრდნო ისე, რომ მათ შორის აღმოვჩნდი.
– ახლა სად გამექცევი? – თვალები უელავდა.
– ნიკა, გეყოფა, სირცხვილია.
– სად გავჩერდით? – ხელის ერთი მოძრაობით შემომსვა მარმარილოზე და მთელი გრძნობით დამაცხრა ტუჩებზე. მომთხოვნი იყო. მონდომებით მიკოცნიდა ტუჩებს და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. თავიდან ცოტა გავიბრძოლე, ორივე ხელი მკერდზე მივაბჯინე და ვცდილობდი ხელიდან დავსხლტომოდი. ჯერ კიდევ ვაცნობიერებდი სად ვიყავით. ხელები დამიჭირა და ზურგს უკან გამიკავა.
– ნიკა... უხერხულია, ვინმე, რომ შემოვიდეს. – ვცდილობდი გონზე მომეყვანა.
– კარი ჩაკეტილია. – ჩემი მკერდის დალაშქვრა არ შეუწყვეტია, ისე ამოთქვა.
ნელ-ნელა მეც ვკარგავდი საღ აზრს. ჩემი ხელებისთვის უკვე დაენებიბნა თავი და ახლა მის ხელებს წელზე და თეძოებზე ვგრძნობდი.  ჭკუა არც მე აღარ მომეკითხებოდა. ავყევი და გადავეშვით სიყარულის მორევში. თავს ვერც ერთი ვაკონტროლებდით. ხელები უკვე მისი პერანგის ქვეშ შემეცურებინა და მთელი ტანით ვეკვროდი. ხელი ჩემი კაბის ელვა შესაკრავისკენ, რომ წაიღო, გონს მოვედი. ვხვდებოდი რას ნიშნავდა ჩემი შიშველი სხეული და ნიკას ხელები ჩემს ფეხებზე. გავაცნობიერე სად ვიყავით და რა ვითარებაში.
– ნიკა, გაჩერდი, გთხოვ. – აღარაფერი ესმოდა.
ზურგს უკან ონკანი მოვუშვი და მუჭით წყალი შევასხი. წამიერად გამოფხიზლდა. ჯერ გაოცებული მიყურებდა მერე თანდათან ბრაზი ერეოდა. სწრაფად ჩამოვხტი და თითქმის წელზე ასული კაბა ჩამოვიწიე.
– სულ გაგიჟდი, გოგო? – განრისხებული იყო.
– ხომ იცი, როგორ მიყვარხარ?! – ვუთხარი, ლოყაზე ვაკოცე, რამდენიმე წამი შევყოვნდი, საკუთარი გულისცემა, რომ მომეყვანა მწყობრში და კარები გამოვაღე. რა გგონიათ, ვინ იდგა იქ გულხელდაკრეფილი და გამჭოლი მზერით გვათვალიერებდა? რა თქმა უნდა დიმა.
– თქვენ ბიძია, ან სახლი არ გაქვთ? ან „სპალნა“? მომინდომეს აქ ექსტრიმი და საზოგადოების თავშეყრის ადგილები.
– აცდი ვინმეს რამეს? – შეუღრინა ნიკამ. – ვიღაცა მთელი ორი კვირა ერთობოდა, პრაღაში, თაფლბის თვეში და ვიღაცას კიდევ ერთი საათითაც არ ტოვებენ მარტო საკუთარ ცოლთან.
დარბაზში დავბრუნდით. ყველა მხიარულობდა. სინათლე ჩაქვრა და ტორტი შემოიტანეს. იუბილარმა 30 სანთელი ერთი შებერვით ჩააქრო, უამრავი ოვაცია მოჰყვა. ნათია სცენაზე ავიდა და სიტყვა ითხოვა. ყველა გაისუსა.
– პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან ერთად დროის გატარება. ჯერ იმიტომ, რომ დიმასთვის ძვირფასი ადამიანები ხართ და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მეორეც იმიტომ რომ კარგები ხართ. დიმა, ძვირფასო, დადგა დრო ჩემი საჩუქარი გადმოგცე.
– შენ ჩემთვის ისედაც საჩუქარი ხარ. საკამრისი იყო წითელი ლენტი შეგება და...
– ეგ ქორწილში გაჩუქე და საჩუქრებში გამეორება არ მიყვარს. – სიცილის ტალღამ გადაურა დარბაზს.
– იცი, როგორ მიყვარხარ და რამდენს ნიშნავ ჩემთვის. ის რაც ახლა უნდა გაჩუქო ვფიქრობ ყველაზე შესაფერისი საჩუქარია. ჩემი ცხოვრების აზრი ხარ და ასე იქნება მუდამ.
სცენიდან ჩამოვიდა, დიმასთან მივიდა და ქაღალდის პაკეტი შეაჩეჩა ხელში. დიმამ გახსნა და იქიდან ბავშვის საფენი ამოიღო, წარწერით: „მზად ხარ ამისთვის?“
– გილოცავ, ჩვენ შვილი გვეყოლება. – მორცხვად დახარა თავი ნათიამ.
მთელი დარბაზი გააყრუა ოვაციებმა. დიმამ ხელში აიტაცა საყვარელი ცოლი და რა ვიცი რადენი ხანი ეხვეოდა და ეფერებოდა. ხან ნათიას უკოცნიდა სახეს, ხან მუცელს ეფერებოდა.
გეფიცებით გამიხარდა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ გული დამწყდა იმაზე, რომ მე ვერასოდეს გავუკეთებდი ნიკას მსგავს საჩუქარს. ვერასოდეს ვნახავდი მის გაგიჟებამდე გახარებულ თვალებს. რატომ მსჯიდა ცხოვრება ასე? ნიკას ხელი ვიგრძენი მხრებზე და თვალცრემლიანმა საფეთქელზე ფრთხილად მაკოცა. არც კი მეგონა ასეთი სენტიმენტალური თუ იყო.
სახლში გვიან დავბრუნდით. არაფრის თავი აღარ მქონდა. თითქოს გრძნობდა ჩემს სულიერ მდგომარეობას. უსიტყვოდ მომიწვა გვერდით, თავი მის მკერდზე დავდე და დაუკითხავად წამოსული ცრემლი შეუმჩნევლად მოვიწმინდე. საუკეთესო დრო იყო ყველაფრის სათქმელად, მაგრამ ვერ გავბედე. რას ველოდებოდი, მეც არ ვიცი. რატომ ვწელავდი დროს? მეშინოდა მისი დაკარგვის. ერთი დაზუსტებით ვიცოდი, ნიკა ერთადერთი იყო, ვინც ამ სამყაროში ჩემს არსებობას ამართლებდა. მას თუ აღარ დავჭირდებოდი, ჩემი ცხოვრება აზრს კარგავდა. არ შემეძლო ცხოვრების ერთადერთი იმედი დამეკარგა. ვერაფრით მიბრუნდებოდა ენა იმის სათქმელად, რომ შვილი არასოდეს გვეყოლებოდა. თავის მართლებას ჰგავს, მაგრამ სასწაულს ველოდი.
წინ კიდევ ერთი გამოცდა მელოდა. კიდევ ერთი დარტყმისთვის უნდა გამეძლო. ძალიან მტკივნეული და მძიმე დარტყმისთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები