ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2016


მიყვარხარ!

მე ამ ვაგონის უბილეთო მგზავრი გახლავართ,
მატარებელში ჰყვირის სუნი სიყვარულისა,
ჰო, მე ამ ბილეთს ვისაკუთრებ შენგან სახსოვრად,
და ამის გამო, ალტერეგო გამიგულისდა.

აი ვაგონში გამცილებელს ახლა ვახლავართ,
ნაჩუქარ ბილეთს არ ეტყობა სინანულის ხმა,
პირიქით, ვიყოთ სამუდამოდ როგორც ახლავართ,
მიყვარს რომ გიყვარს, თუ ამ ლექსმა რა იგულისხმა.

მიყვარს რომ გიყვარს მაისურით სახლში სირბილი,
უაზრო ნივთებს, სამახსოვროდ როცა ვინახავ,
გიყვარს რომ მიყვარს, შენი თმები, შენი ღიმილი,
მე კი მაგიჟებს, ის ამბავი როცა მიყვარხარ.

მე კი მაგიჟებს სიყვარულის პირველი კოცნა,
რომ არ აქვს აზრი დღე-ღამეს და დილა-შუადღეს,
მე კი მაგიჟებს მომენტები აგზნების როცა,
მე ვაკონტროლებ შენს სხეულში ყველა ჟრუანტელს,

და უცებ ჩნდება, ეგოისტი კოჭლი ფაუსტი,
და წარსულიდან ნაიარევს მიკორტნის ეგო,
ბილეთის ფასი, ღარიბი ხარ ხაზი გაუსვი,
წინათ რომ გენდე, ამიტომაც ტკივილი გერგო.

წინათ რომ გენდე, (ირონიით ახლა იცინის),
ალკოჰოლისგან გათიშული ეგდე სად და სად,
და კიდევ გინდა? სიყვარულს რომ წაეთამაშო,
ჩათვალე ახლა პრობლემები გაგიათასდა...

მატარებელში სიჩუმეა, გარეთ გაწვიმდა..
ბილეთის ფასი ეს ბრძოლაა შენთან ახვარო!
ჩახუტებული ჩემი გოგო, უცებ ატირდა,
ახლა კი შევძლებ! რომც დამიჯდეს მთელი სამყარო.

ახლა კი შევძლებ! წარსულისთვის აღარ მცალია,
მორჩა, მომავალს გიკავშირებ გიჟო არტისტო,
ყველაფერს ვიზამ! ვიგრძენი რომ ეს ის ქალია,
ჰოდა მე მიყვარს! უეცრად და სამარადისოდ.

კუპეში დათბა, რადიოში გადის მატილდა,
და მე ბედნიერს, არ მანაღვლებს რა ღირს ბილეთი,
და როცა მიხვდა, ყველა შიში გამიბათილდა,
წავიდა ეგო, ალტერული თავისივეთი.

მე ამ ვაგონის ღირსეული მგზავრი გახლავართ,
და მატარაბელს, ესმის მხოლოდ ჩემი გულისხმა,
მთელი ცხოვრება! უნდა ვიყოთ როგორც ახლავართ,
ვიცი რომ გიყვარს, თუ ამ ლექსმა რა იგულისხმა.

შოთა გამგონეიშვილი.
04:34 03.12.16
ერთადერთი ლექსი რომელიც ბედნიერმა დავწერე!
მიყვარხარ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები