ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2017


თამარ ჯამარიშვილს

შენ მთის შველივით უნაზესი ხარ,
გაქვს შვლის ყელი და თვალები ნუკრის,
შენც ლამაზების დასში სწერიხარ,
ისე ანათებ, მზესაც კი უკვირს.

ემაგ უძირო თვალების მიღმა
ხან სევდა... ხანაც სიხარულია,
სიზმარშიც... ცხადშიც გახსოვდეს ვინ ხარ,
რომ საქართველოს რწმენით უვლია.

არ მომბეზრდება კარგის თქმა შენზე
ვიდრე მეც მხიბლავ ამ ქვეყანაში,
მჯერა, ხშირ - ხშირად მიგიკრავს მკერდზე
ის - ვინც იქნება შენი თარაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები