ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
8 დეკემბერი, 2016


გაყვითლებული კალენდრიდან

რა მაგის პასუხია და გაგანია მოსწავლეობის დრო მიდგას. დაახლოებით ის პერიოდი, გარდატეხა-გადაპრანჭვას  რომ ეთმობა. გარდატეხით გარდავტყდი, მაგრამ პრანჭვისთვის საჭირო რამე- რუმეების არქონის გამო , პრანჭვის ეპოქა  კომპლექსების ეპოქამ ჩამინაცვლა.
90 -იანი წლები და  ოთხი მოზარდი ოჯახში. ნაბოლარობა თითქოს პრივილეგია იყო ჩემთვის. ყოველთვის ყველაფერი მზა მხვდებოდა, არაფრის კეთება არ მიწევდა, ყველა მე მეფერებოდა და მშვენივრადაც ვიფერებდი ამ ყველაფერს, მაგრამ არასდროს მქონდა ახალი და სასურველი სამოსი, სასურველი ნივთი...ჩემი უფროსი დების გამონაცვალი ტანსაცმლით გავიზარდე. სამაგიეროდ მქონდა მოვარდისფრო  ბავშვობა; სანთლის შუქზე დაწერილი საშინაო დავალებები; ჩალეული სანთლის მერე აივანზე გადანაცვლებით მოსმენილი მამიკოს  ლექციები ცხოვრებაზე, სამყაროზე, არსებობაზე; მთვარის შუქზე  დედიკოს მიერ წაკითხული გალაქტიონი; ასე, ზეპირად დასწავლილი  “მთაწმინდის მთვარე”,”ლურჯა ცხენები”, “მესაფლავე”, “მერი”.....მთვარის შუქზევე, მალულად  დაწერილი ჩემი პირველი ლექსი...ზემაღალი დონით ახსნილი და გაგებული სიამაყისა და სირცხვილის გრძნობებიც...
მაშინდელი სოფლის სკოლის მოსწავლე ვიყავ(ახლაა ქალაქს დაქვემდებარებული).როგორც აღვნიშნე კომპლექსებით სავსე, მშვიდი, სიტყვაძუნწი, პასიური, ზემგრძნობიარე მელანქოლიკი ბუნჩულა ბაღანა,- სიტყვის შებრუნებას რომ ვერ უხერხებს მასზე ზემდგომს და შესაბამისად ნაკლებმეგობრიანი მოსწავლე, თითქმის უმეგობროც. ერთ-ერთი საკლასო შეკრება იგეგმებოდა, შინ წასვლის დრო როცა დამიდგა , ჩემივე დადასტურებით აღმოაჩნიეს თანაკლასელებმა , რომ მე ყველაზე შორს, მაღლა ვცხოვრობდი. ერთმა,  აღიარებულმა უწიგნურმა  უ უ უ... -მ  ხმამაღლა, ყველას გასაგონად წამოიძახა: -ნახეთ რა, “ზედაღელეში” ცხოვრობს ,სოფლის წვერში და არც კი რცხვენია, თითონ ამბობსო. რა არ გამეგო მამაჩემისგან იმის შესახებ თუ რისი უნდა რცხვენოდეს ადამიანს , მაგრამ ამის მსგავსი ვერაფერი გავიხსენე. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, რომ მე ზემოთჩამოთვლილი ტიპაჟის გოგონა პირს დავაღებდი, ამჟამად არა კომპლექსის, არამედ გაოცების გამო და კრინტგადაყლაპული გავცილდებოდი იქაურობას. დღეს ამაწრიალა ამაზე ფიქრმა და დღემდე მიკვირს, ქვეყანაში , სადაც არსებობს ტოლერანტობის დღე, რატომ არ უნდა აღინიშნებოდეს უმეცართა დღესასწაული?!
:)))

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები