ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
12 დეკემბერი, 2016


სხვისი ცოდვებისთვის (11)

****
თურქეთის ერთ-ერთი საზღვრისპირა ქალაქში, ღია კაფეში ვისხედით. შავი ზღვის სანაპიროს საოცარი ხედი იშლებოდა. უკვე ბინდდებოდა. აქ, სხვა ქვეყანაში სხვანაირი იყო ყველაფერი. თითქოს ჩვენი პრობლემები საზღვარზე დავტოვეთ. ჩემს წინ ნიკა იჯდა. ძალიან მაღელვებდა მისი სიახლოვე. ერთი ხელის გაწვდენა და შევძლებდი შევხებოდი, მეგრძნო, მაგრამ არ შემეძლო. ვიცოდი თავს დავკარგავდი და იმიტომ.
– იმედია ხვდები, რომ განქორწინებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. – წამოიწყო და ჰორიზონტს გახედა.
– ნიკა... – არ დამამთავრებინა, ისე შემომხედა, რომ ჩემი ნებით გავჩუმდი.
– მესმის შენი, მართლა მესმის. შენსას რომ არ ვითვალისწინებდე, დამიჯერე ახლა აქ არ ვიჯდებოდით. რომ ვერ ვხვდებოდე როგორ გიჭირს, ჩაგავლებდი ხელს და გაიძულებდი სახლში დაბრუნებულიყავი. „ჩვენს“ სახლში... – გაჩუმდა. სიტყვებისთვის თავის მოყრა გაუჭირდა. – მაგრამ არ არსებობს ძალა, რომელიც შენთან განქორწინებას მაიძულებს.
აღარ გააგრძელა, წამოდგა და სანაპიროზე ჩავიდა. ჩემკენ ზურგით იდგა. მარტო ღმერთმა იცის ამ დროს ჩემს გულში რა ხდებოდა, ვტიროდი – უხმოდ. ასე უარესი იყო. სხვანაირად კი მე არ შემეძლო.
მასთან ჩავედი და რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დავდექი.
– გამგზავრების უფლებას მოგცემ. – თავი არ მოუტრიალებია ისე მითხრა.
გული ჩამწყდა. შეიძლება უკანასკნელად ვხედავდი. როგორი აუტანელი იყო ყველაფერი. ერთიანად კანკალმა ამიტანა.
– გცივა? – ჩემსკენ შემობრუნდა და ჩემი ხელები თავისაში მოიქცია. – როგორი გაყინული ხარ?! – ტუჩები ნაზად შემახო  თითებზე. ცოტაც და იქვე ჩავიკეცებოდი. თითები გამაშლევინა და ახლა ხელისგულებზე დამიტოვა ცხელი კოცნის კვალი. – წავიდეთ! – ხელი არ გაუშვია, ისე გამიყოლა.
სასტუმროში შევედით. რესეფშენისკენ გაემართა. თავაზიანი თურქი ახალგაზრდა ინგლისურად მოგვესალმა.
– ოთახი გვჭირდება. – ინგლისურადვე უპასუხა ნიკამ, ისე, რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია.
– ერთი ოთახი გჭირდებათ? – ღიმილს არ იშორებდა სახიდან. გაგეცინებათ, მაგრამ ის ბარმენი გამახსენდა, მთვრალი, მთელი საღამო, ტვინს რომ ვუჭამდი. ზუსტად ასე იღიმოდა ისიც.
– კი ერთი. – უცებ გამოვეკვიე ფიქრებიდან, როცა გავაანალიზე ჩემი და ნიკას ერთ ოთახში გაჩერება, რასაც ნიშნავდა.
– ნიკა... – ამოვიკნავლე ქართულად. – არ მინდა...
– თინი, ღმერთმა იცის კიდევ როდის გნახავ – იმას ერთი წუთითაც არ უშვებდა, რომ შეიძლებოდა ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა ყოფილიყო. – არ ვაპირებ მთელი ღამე გვერდით ოთახში უშფოთველად მეძინოს. – მეტი დამაჯერებლობისთვის უფრო ძლიერად მომიჭირა ხელი, თითქოს სადმე გამქცევი ვიყავი.
გასაღები გამოართვა და ლიფტით ავედით მაღლა. საკუთარი გულისცემა მესმოდა. ნომერში რომ შევედით, უხერხულობისგან არ ვიცოდი რა მექნა. მეგონა, რაღაც საშინელებას ჩავდიოდი. სასაცილოა არა?! ჩემი ქმარი იყო და ასე მეგონა მასთან მარტო დარჩენის უფლება არ მქონდა. სინამდვილეში ეს შიში იყო, იმის შიში, რომ თავს დავკარგავდი, რომ გადავიფიქრებდი, იმას რაც ასე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი.
ფანჯარასთან ავიტუზე და ღამის სანაპიროს გავყურებდი. სულ ახლოს ვიგრძენი გახშირებული სუნთქვა. ყელში დატოვებულმა ცხელმა კოცნამ საბოლოდ მომიღო ბოლო.
– თინი... მხოლოდ ეს ღამე... ეს ღამე ჩემია. – მეჩურჩულებოდა ყურთან და ვგრძნობდი, როგორ მებინდებოდა გონება. – მომეცი უფლება, გთხოვ... – არ წყვეტდა.
თმებში გარჭობილი ფანქარი გამომაძრო და მხრებზე ჩამოყრილ კულულებში ჩაყო ცხვირი. ხარბად შეისუნთქა სურნელი და მხრებზე ხელი მომხვია. თავისკენ შემატრიალა. კედელს ზურგით ავეკარი. გაუბედავად შემეხო ტუჩებზე და როცა მიხვდა, რომ ამის უფლება მივეცი, უფრო მომთხოვნი გახდა. ვხვდებოდი, რომ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ თავს ზევით ძალა არ მქონდა. გახევებული ვიდექი და ვნებისგან ერთიანად ვკანკალებდი. თავი მაშინ დავკარგე, ტუჩები ნელ-ნელა ყელიდან დაბლა, რომ ჩააცურა და გადაღეღილი პერანგიდან, მაცდურად მომზირალი მკერდისკენ გაუყვა. ერთი დავიკვნესე და ორივე ხელით ღილების შეხსნა დავუწყე. ხელები მის შიშველ მკერდზე ავაცურე. ამოიგმინა და თითქმის შემოხეულ პერანგს, უბდიშოდ მიუჩინა ადგილი იატაკზე.
– თინი, ჭკუიდან გადაგყავარ. – ამოიხრიალა და ქვედა ბოლო წელზე ამიწია. თავისი თლილი თითები ჩემს თეძოებზე აასრიალა და ერთი მოძრაობით პრესზე შემომისვა. თითები მის თმებში ავხლართე და ტუჩებზე დავწვდი. საწოლზე გადამაწვინა და ჩემი ზედა საცვალიც პერანგის გზას გაუყენა. გახურებული ტუჩებით მკერდზე დამწვდა და კიდევ ერთხელ ავკვნესდი სიამოვნებისგან. ხელები მისი შარვლისკენ წავიღე და ქამრის შეხსნა დავიწყე. საბოლოოდ გავთავისუფლდით ზედმეტი ტანსაცმლისგან. თითოეული უჯრედით ვგრძნობდით ერთმანეთს. ის რაც იმ ღამით ხდებოდა, ეს იყო სიამოვნების პიკი. გსმენიათ რამე დიდი ჩხუბის შემდეგ სექსზე? ამბობენ არაამქვეყნიური სიამოვნებააო, როცა ვნება პიკს აღწევს და  საბოლოოდ გაკარგვინებს თავს. რაღაც მსგავსი იყო ესეც, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ჩხუბის მერე იცი რომ შერიგდით და სამუდამოდ ერთად იქნებით. აი, ჩვენს შემთხვევაში, კი ეს განშორების ალერსი იყო. შხამნარევი, მაგრამ მაინც ნეტარების მწვერვალი.
მის მკერდზე მისვენებული, გახშირებული სუნთქვის დამორჩილებას ვცდილობდი. თავისი თითები ჩემსაში გადაეხლართა და დროდადრო მის ცხელ ტუჩებს ვგრძნობდი.
– ნიკა, ეს რა გავაკეთეთ. – დავიწყე გაუბედავად.
–არც კი გაბედო სინანული! – მკაცრად გამაწყვეტინა.
– აქ, რომ მოგყავდი, უკვე იცოდი რაც მოხდებოდა?
მხოლოდ ჩაეღიმა და საფეთქელზე მაკოცა. იატაკზე დაგდებულ შარვალს გადასწვდა, ჯიბიდან ჩემი საქორწინო ბეჭედი ამოიღო და თითზე წამომაცვა.
– ასე უკეთესია. – თითზე მაკოცა და კიდევ უფრო მოხერხებულად მომათავსა მკლავებში.
არ მჯეროდა, რომ ახლა ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. ჯერ კიდევ გუშინ ვინმეს, რომ ეთქვა, თავს ვერ გააკონტროლებ და მის მკლავებში აღმოჩნდებიო, ერთს გემრიელად გავლანძღავდი. ახლა კიდე... საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი. ვიცოდი ათჯერ უფრო ძნელი იქნებოდა ამის მერე წასვლა, მაგრამ ამად ნამდვილად ღირდა.
– საიდან გაიგე? – გაუბედავად დავიწყე. – რომ მე...შვილი არ მეყოლებოდა? – ძლივს მოვაბი თავი სათქმელს.
– რა მნიშვნელობა აქვს?!
– კი, მაგრამ არავინ იცოდა. ნათიასთვისაც კი არ მითქვამს. ვიცოდით მე, ჩემმა მშობლებმა და მეტი არავ... ღმერთო, გიგამ... გიგამ გითხრა?
არაფერი მიპასუხა. არც იყო საჭირო. სხვას არავის შეეძლო.
– როდის გითხრა? რამდენი ხანია იცი?
– არ გვინდა ამაზე, თინი, გთხოვ, ახლა რა მნიშვნელობა აქვს. წესით ეს შენგან უნდა გამეგო.
– იმ ღამეს გითხრა? – არ ვწყვეტდი. აღელვებისგან წამოვჯექი და თვალებში გამომცდელად ჩავაშტერდი. – იმ ღამით მე, რომ გამომიშვი სახლში, მაშინ?
პასუხად მხოლოდ ტუჩებზე დამწვდა და ლაპარაკის გაგრძელების საშუალება არ მომცა. ან რაღა იყო სათქმელი, ყველაფერი ისედაც ნათელი იყო.
მთელი ღამე არ მოგვიხუჭავს თვალი არცერთს. მეტი თითქმის არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის, მაგრმ ყველაზე მეტყველი იყო ეს დუმილი. ვცდილობდი მისი ყოველი მოძრაობა, გამომეტყველება, მიმიკა დამემახსოვრებინა. დიდხანს გამყოლოდა მისი სითბო.
გამთენიისას ჩამთვლიმა.
რომ გამეღვიძა, ოთახში აღარ იყო. წამოვდექი და ტანსაცმლის შეგროვება დავიწყე. წუხანდელის გააზრებას ვცდილობდი. დილის შხაპმა, ცოტა აზრზე მომიყვანა. სააბაზანოდან გამოსულმა ტუმბოზე დადებული ნახატი შევნიშნე. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, სასტუმროს სარეკლამო ბუკლეტის უკანა მხარეს, ფანქრით შესრულებულ პორტრეტში, საკუთარი თავი, რომ ამოვიცანი. გვერდზე სახლიდან გამოყოლილი, ჩემი უბრალო ფანქარი ედო. „18 ივლისი – მასწავლე უშენოდ ცხოვრება“ ლამაზი კალიგრაფიით მიეწერა ქვევით. არც კი ვიცოდი, თუ ხატავდა. არ მეპატიებოდა. ამის არცოდნა, ნამდვილად არ მეპატიებოდა. ნახატი ჩანთაში ჩავიდე.
ოთახში შემოვიდა. თვალებში სევდა ჩასდგომოდა. გადაღლილი სახე ჰქონდა. მთელი ღამე არ ეძინა ალბათ. თვალებზე ეტყობოდა.
სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის ისე გამოვედით ნომრიდან და სასტუმრო დავტოვეთ. არც მანქანაში ამოგვიღია ხმა, ისე მივედით საზღვართან. ვტოვებდით თურქეთს. ვბრუნდებოდით რეალობაში.
– მთელი ღამე არ გძინებია. თუ გინდა მე დავჯდები საჭეთან. – გაუბედავად შევთავაზე.
– არ ვაპირებ, შენთან ყოფნის ბოლო საათები ძილში გავატარო. – პასუხი კატეგორიული იყო.
საზღვარი გადმოვკვეთეთ. სულ უფრო მცირდებოდა ჩვენი ერთად ყოფნის დრო. ვგრძნობდი, როგორ მიდუღდა შიგნით ყველაფერი. ვერ ვთმობდი, მაგრამ მიწევდა. ახლა ყველაზე მეტად განტვირთვა მჭირდებოდა. რამეზე უნდა გადამეტანა ყურადღება, თორემ ვგრძნობდი, როგორ მელეოდა გამბედაობა. მეშინოდა უკან არ დამეხია, უარი არ მეთქვა გამგზავრებაზე.
– მაროსთან დამტოვე, სოფელში. – ვთხოვე.
ვგრძნობდი ახლა ეს ჰაერივით მჭირდებოდა. მხოლოდ ის თუ მიშველიდა და საკუთარი თავის რწმენას დამიბრუნებდა. წამიყვანა. კინაღამ ავტირდი ნაცნობი სახლი, რომ დავინახე. ზაფხულში განსაკუთრებით ლამაზი იყო იქაურობა. ეზოში ფუსფუსებდა მოხუცი. ბედნიერებისგან ანთებული თვალებით გამოექანა ჩვენსკენ. ძლივს მოვისიყვარულე, მონატრებული მარო ბებია.
ნიკა სახლში არ შემოსულა. გარეთვე გამოემშვიდობა ბებიამისს. მარო მიხვდა რაღაც ხდებოდა და მარტო დაგვტოვა.
მომიახლოვდა. ხელები შემომხვია და თავი ჩემს თმებში ჩარგო.
მოსაყოლადაც ძნელია, ისეთი აუტანელი იყო გამომშვიდობება.
წავიდა...
ჩემს ზურგს უკან კარები, რომ მიიხურა, მაშინ ვიგრძენი ტკივილი მთელი სიმძაფრით. მორჩა, წავიდა. ალბათ ვეღარასოდეს ვნახავდი. იქვე ეზოში ჩავიკეცე და არაადამიანური ხმით ავღრიალდი. რაც აქამდე არ მიტირია, რამდენი ცრემლიც შემიკავებია, ყველაფერმა ახლა გადმოხეთქა. მარიამ ბებიას თბილი ხელების შეხება ვიგრძენი. მივხვდი, მან უკვე ყველაფერი იცოდა. თანაგრძნობას ვგრძნობდი. მთელი ღამე თავთან მეჯდა. გრძნობდა, რომ ძალიან მჭირდებოდა. არაფერი ამიხსნია. ყველაფერი ისედაც ნათელი იყო.
ხუთ დღეში გავფრინდი. ვტოვებდი თბილისს და საკუთარ თავს.


****
რა ხდებოდა ლონდონში? ა რ ა ფ ე რ ი. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობა, სწორედ მაშინ შევიგრძენი სიცარიელე. ნისლიანი ალბიონი, მართლაც ბურუსის ფერი იყო ჩემთვის. ნისლში გახვეული ადამიანივით ვიყავი, მარტო ერთი ხელის გაწვდენაზე, რომ ახერხებს ორიენტაციას და უფრო შორს წასვლა არ შეუძლია. გაუსაძლისი იყო ყველაფერი. აზრი ეკარგებოდა ყველაფერს. ტყუპისცალებივით ჰგავდა დღეები ერთმანეთს.
ნიკა?
პირობა ვერ შეასრულა. ვერ შეძლო გაეწყვიტა ბოლომდე ურთიერთობა. გამუდმებით რეკავდა სკაიპით. არცერთხელ არ ვუპასუხე. ვერ ვუპასუხე.საკუთარი სისუსტის მეშინოდა. უამრავი წერილი მხვდებოდა ელექტრონულ ფოსტაში. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, მაგრამ თავი ვაიძულე და არც ერთი არ წამიკითხავს.
მეე?
ყოველდღე ვკრეფდი ნიკას ნომერს მობილურით, მაგრამ არცერთხელ არ დამიჭერია დასტურის ღილაკისთვის თითი. თანდათან გაუსაძლისი ხდებოდა ეს ყველაფერი და მივიღე გადაწყვეტილება. – გავაუქმე სკაიპი, შევიცვალე მისამართი და ტელეფონის ნომერი, საერთოდ არ ვხსნიდი ელექტორნულ ფოსტას. უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე, დავურეკე ჩემს ადვოკატს და ახლიდან ვთხოვე განქორწინების საბუთების მომზადება. ყველანაირი კავშირი გავწყვიტე ნიკასთან. თქვენ წარმოიდგინეთ, ნათიასთანაც აღარ ვრეკავდი. მეშინოდა... საკუთარი თავის მეშინოდა. ვგრძნობდი, როგორ ვკარგაბვდი გამბედაობას და რადიკალური ზომები მივიღე.
ვიცოდი ამ საქციელით, რომ კიდევ ერთხელ მივაყენებდი ტკივილს. კიდევ ერთხელ ვკრავდი ხელს. ალბათ, ამას უკვე აღარასოდეს მაპატიებდა, მაგრამ ასე სჯობდა. რატომ არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ სწორად ვიქცეოდი. საერთოდ ახლანდელი გადასახედიდან, ჩემს მაშინდელ ვერცერთ ნაბიჯს, ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნი. არ იყო არანაირი ლოგიკა. იყო მხოლოდ გადატანილი გრძნობები.
მენატრებოდა თბილისი. არ იყო ჩემი ადგილი უცხო ქვეყანაში. ორი თვე გავუძელი ამ აპათიას. 69 დღე იყო მასზე არაფერი ვიცოდი. მეტი ვეღარ გავძელი. ვეღარ შევძელი. ელექტორნული ფოსტა გავხსენი და წერილების კითხვა დავიწყე. არ უნდა მექნა, მაგრამ ვეღარ შევძელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები