| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 16 დეკემბერი, 2016 |
უცქერ ფანჯრიდან ქარის ცეცხლოვან სალსას, ქართან ცეკვები შენს მაღალ ქუსლებს ახსოვს... მოგნატრებია ქარწაღებულის განცდა, გიცქერს ფანჯარაც, არც არას ამბობს, არც ჰო-ს... ხსოვნა ნაცრიდან მიმქრალ სახეებს ქექავს, ფიქრის ეკრანზე ჩნდება ნაცნობი კადრი. იყო დრო, როცა გადარეული გერქვა, წამებს დასდევდი პეპლის საჭერი ბადით. იასამნები მონატრებია ლარნაკს, ხსოვნის სამება - სუნი, გემო და ფერი! სხედან სამივე და გიყვებიან ამბავს, ჰო, ეს ამბავი იყო ნამდვილად შენი... ქარი უბერავს, წინა დღეების მსგავსად, მშვიდად ყოფნისკენ პირიც არ უჩანს ამინდს. შენი ცხოვრება იმ გამოღებულ კარს ჰგავს, სადაც წარსული დროგამოშვებით დადის... 15.12.16
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მიყვარს თქვენი პოეზია.
5 მიყვარს თქვენი პოეზია.
5
7. ხარისხიანი) ხარისხიანი)
6. კარგი პროდუქტია ++ კარგი პროდუქტია ++
5. გმადლობ გემოვნებიანო მკითხველო!.. გმადლობ გემოვნებიანო მკითხველო!..
4. იასამნები მონატრებია ლარნაკს, ხსოვნის სამება - სუნი, გემო და ფერი! სხედან სამივე და გიყვებიან ამბავს,
ძალიან კარგია. იასამნები მონატრებია ლარნაკს, ხსოვნის სამება - სუნი, გემო და ფერი! სხედან სამივე და გიყვებიან ამბავს,
ძალიან კარგია.
3. შენი ცხოვრება იმ გამოღებულ კარს ჰგავს, სადაც წარსული დროგამოშვებით დადის... შენი ცხოვრება იმ გამოღებულ კარს ჰგავს, სადაც წარსული დროგამოშვებით დადის...
2. ძალიან კარგია.. ძალიან მომწონს.. და რატომ ერთი კომენტარი?!
5.
ძალიან კარგია.. ძალიან მომწონს.. და რატომ ერთი კომენტარი?!
5.
1. ხო, ლამაზააა მოცემული გრძნობა. ხო, ლამაზააა მოცემული გრძნობა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|