ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2016


შენ სხვა ხარ... (ნინო სურგულაძეს)

შენ სხვა ხარ ნინო... საოცარი ხმით და თვალებით,
ვით ქართულ სცენას, - ლასკალასაც ისე სჭირდები.
ფეხზე დამდგარნი ტაშს გიკრავენ ამორძალებიც,
არ გაგიკვირდეს სიხარულით თუ ავტირდები.

შენ სხვა ხარ ნინო... არ მსურს ისე წავიდე ღმერთთან,
რომ სიცოცხლეში ერთხელ მაინც ვერ ჩაგეხუტო.
ჰო... სულ ეს არის რაც მინდოდა ამ ლექსით მეთქვა,
მსურს მეც ვიღწვოდე... ვით იღწვოდა შორენას უტა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები